"ქვებით თავს რომ გამიჭეჭყავენ, ხელის აფარების უფლება მაქვს" - ნათია ფანჯიკიძე

"ქვებით თავს რომ გამიჭეჭყავენ, ხელის აფარების უფლება მაქვს" - ნათია ფანჯიკიძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საუკეთესო ინოვაციური IT პროექტის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის უწყებამ სერთიფიკატი საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VII რეგიონული კონფერენცია GITI 2014 -ში მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს Facebook-გვერდი ავრცელებს. სწორედ ამ ინფორმაციას აზიარებს მის პირად გვერდზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და წერს:

საკმაოდ უნიჭო ვარ, "მინისტრის ცოლის" სახის მიღება ის ის იყო ძლივს დამასწავლა ჭკვიანი ხალხის რჩევებმა სამიანზე და ახლა თავიდან მჭირდება რჩევები, ჩემი ახალი უფლებების შესახებ.

მაგალითად - ქვებით თავს რომ გამიჭეჭყავენ, ხელის აფარების უფლება მაქვს? ვინც იცით, მიმითითეთ რა.

სანამ გავერკვევი, აგერ თავს უფლებას ვაძლევ (და ვინ იცის მეშლება და უფლებებს ვაჭარბებ), გამოვაქვეყნო უჭკუო თავდაცვის მინისტრის ერთერთი მოკრძალებული წარმატება. განვითარებული ქვეყნების კონკურსზე გაიმარჯვა ამ პროექტმა.

ხოდა, რა ვიცი, მიხარია. ჩემი ძონძიკიც ხომ ჯარისკაცია სხვების ძონძიკა შვილებთან ერთად", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია "უჭკუო" მინისტრად მოიხსენია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს