ილია ვაშაკიძე "იუდას სინდრომით" შეპყრობილ ბიუჯეტის მფლანგველ მღვდლებზე

ილია ვაშაკიძე "იუდას სინდრომით" შეპყრობილ ბიუჯეტის მფლანგველ მღვდლებზე

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე სასულიერო პირებს ბიუჯეტის ფლანგვაში ამხელს.

"დაფიქრებულხართ, 29 მილიონიანი ბიუჯეტიდან იუდას სინდრომით შეპყრობილ მღვდელმთავრებს რომ ერიცხებათ და რაში ხარჯავენ ამ თანხას, მის მკაცრად გასაიდუმლოებას ცდილობენ. ბიუჯეტი კი ერის ჯიბეა. მიუხედავად იმისა, რომ ამის მკაცრად გასაიდუმლოების მცდელობაა, არის სარწმუნო სტატისტიკური მონაცემები იმისა, რომ ამ თანხიდან 7%-იც კი არ იხარჯება სოციალურად დაუცველებსა და ინვალიდებზე. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სოციალურად დაუცველთა, ინვალიდთა და უპოვართა ფონდში გადავრიცხავდი ამ თანხას. სად გაგონილა ერს ჯიბეში ჩაუყო ხელი, გამოგლიჯო პირიდან ლუკმა და არც კი გაასაჯაროო, რას ახმარ ამ პირიდან გამოგლეჯილ ლუკმას. ვიმეორებ, ყველა ჩვენგანის ჯიბიდანაა ამოღებული ეს თანხა. თავად იმსჯელეთ, გვაქვს თუ არა უფლება ვფლობდეთ ინფორმაციას, თუ რაში იხარჯება ეს თანხა? არ დაგიმალავთ, მეოთხედი საუკუნეა სასულიერო პირი ვარ. ვარ მე-2 ჯგუფის ინვალიდი და მკვეთრად შეზღუდული გადაადგილების პრობლემებით. ვარ სოციალურად დაუცველი და ვღებულობ ინვალიდობის პენსიას. ჩემს გარდა კიდევ არიან სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ფეხებზე კიდია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ბიუჯეტი კი იფლანგება. დანაჩენზე თავად იმსჯელეთ. ღმერთმა დაგლოცოთ. მომიხსენიეთ ლოცვებში...

29 მილიონიდან ნახევარი მილიონი მშივრებზე და უსახლკაროებზე რომ დაიხარჯოს, მერწმუნეთ, საშობაოდ ქუჩაში გაყინულთა რიცხვი, წინა წლებთან შედარებით, არამც თუ საგრძნობლად იკლებს, არამედ ნულის ტოლი გახდება...

ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ქალიშვილის სწავლა-განათლების ხარჯი კიდევ 2500 ბავშვს შეინახავდა. გაანალიზეთ. ესეც ჩემი მოკრძალებული თხოვნაა...

სირცხვილი სასულიერო პირისათვის ისაა, სასულიერო პირის თვალწინ საშობაოდ ხალხი ქუჩაში რომ იყინება. და ამ ჩემს მიმოწერაში არცერთ ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაცემულა. ერთი ადამიანის ბრიტანულ უნივერსიტეტში განათლება 5000 ადამიანის ელემენტარულად დაპურების ექვივალენტია. ცხვენოდეს იმას, ვისთვისაც საშობაოდ ქუჩაში გაყინულ ადამიანთა, მათ შორის მცირეწლოვანთა და ჩვილთა ბედი, სულერთია. ესაა მწარე ქართული რეალობა. საპატრიარქო ცრუობს, ისევე როგორც ცრუობს მეუფე იაკობი ამბიონიდან, უსირცხვილოდ და უნამუსოდ. დედა ეკლესია კი წმინდაა, რადგან იგი ქრისტეს ცოცხალი სხეულია", - წერს ილია ვაშაკიძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: "საპატრიარქო ბოტკოველისა და მისთანათა ფულის საჭრელი მანქანაა" - მღვდელმონაზონი ბრალდებას პასუხობს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს