"ერთი სინათლეც გაქრა" - კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

"ერთი სინათლეც გაქრა" - კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში ბევრი ამ ამბავს ვერ იჯერებს. თუმცა გავრცელებული ინფორმაცია შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

ინგა გრიგოლია: "კახა ბენდუქიძის გარდაცვალებამ გული მომიკლა......ღმერთმა ნათელში ამყოფოს....."

გოგა ხაჩიძე: "ერთი სინათლეც გაქრა. უბედური ვარ".

დავით საყვარელიძე: "არც კი ვიცი რა დავწერო ისეთი დამძიმებული ვარ... კახა ბენდუქუძის სახით თანამედროვე საქართველომ დიდი ადამიანი დაკარგა!.((( სულით და გულით მებრძოლი თანამედროვე და ძლიერი საქართველოსთვის...( ბედნიერი ვარ რომ ამ ადამიანთან მეგობრობის და თუნდაც მასთან ერთად ამ ქვეყნისთვის ბრძოლის საშუალება მქონდა...."

ნანუკა ჟორჟოლიანი: "ის იყო ძალიან მაგარი! ძალიან საყვარელი!!"

ნათია კობერიძე: "ვაიმე, ძალიან ცუდად ვარ! კახა ბენდუქიძე!!!!"

მიშა თავხელიძე: "მამარდაშვილი, ბენდუქიძე... სიკვდილის ამათზე ღირსი, ქართველებო, სხვა ვერავინ მოძებნეთ?.."

დავით ზურაბიშვილი: "რისი თქმაც მინდოდა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებაზე, პრინციპში ერთმა ჩემმა ფრენდმა (ოთარ ქაშაკაშვილმა) უკვე თქვა და მასვე დავიმოწმებ:

იცით ჩემი დამოკიდებულება ბენდუქიძის მიმართ, მაგრამ ნამდვილად საწყენია გარდაცვალება იმ ადამიანისა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია ყველაზე სწორი მიმართულებით განახორციელა."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს