"მათთვის, ვისაც ივანიშვილი აღარ უნდა, მაგრამ ფიქრობს "ოღონდ ნაციონალები არა"

"მათთვის, ვისაც ივანიშვილი აღარ უნდა, მაგრამ ფიქრობს "ოღონდ ნაციონალები არა"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი Facebook-ზე აქვეყნებს ჩანაწერს, რომელშიც მიმართავს ელექტორატს, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუცრუა, თუმცა არც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაშვებული შეცდომები დავიწყებია.

Facebook/ ზურაბ ჭიაბერაშვილი:

"თქვენი მესმის: ივანიშვილის მმართველობის ორმა წელმა სრული მორალური საფუძველი გამოაცალა სააკაშვილის მმართველობის 9 წლის კრიტიკას. არადა თქვენთვის ეს უფრო არსებითია, ვიდრე იმის რაციონალიზაცია, ნაციონალები რომ დაბრუნდებიან, როგორ მართავენ.

თქვენ ხომ ასე წარმოგედგინათ: "ბატონიბიძინა" მიშას მოგვაცილებს, მერე კი თვითონ წავა და ძალაუფლებას უსუფაშვილს და ალასანიას გადააბარებს (მაშინ მარგველაშვილს თქვენც კი არ აღიქვამდით სერიოზულად). არ დაგისვამთ კითხვა: რატომ? რატომ მოიქცევა ეს "ბრძენი კაცი" ასე?

კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ალასანიას გაგდებამ თქვენშიც დისონანსი შეიტანა. ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ უსუფაშვილის გზა უფრო გამართლებულია: ივანიშვილის რეჟიმის შიგნიდან გაკეთილშობილების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

ივანიშვილისადმი პიროვნულ შიშს რომ თავი დავანებოთ, პრინციპში, მორალურად, უსუფაშვილი უფრო ღირსეულად გამოიყურება: აუმხედრდე კაცს, რომელმაც პოლიტიკური ფსკერიდან მინისტრად ან პარლამენტის თავმჯდომარედ გაქცია, ადამიანურად ცოტა ვერ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას.

არსებული მდგომარეობა ძალიან გაწუხებთ, მაგრამ მაინც ამბობთ "ოღონდ ნაციონალები არა". ამაში უსუფაშვილის მხარდამჭერებიც და ალასანიას მხარდამჭრებიც სოლიდარულები ხართ.

და ივანიშვილის ძალაც სწორედ ამაშია.

სანამ იმეორებთ "ოღონდ ნაციონალები არა", მანამდე მას ყურებით უჭირავს ალასანიაც, უსუფაშვილიც, მარგველაშვილიც, თქვენც (იმის მიუხედავად, ამ სამიდან რომელს გულშემატკივრობთ და რომელში უფრო ხედავთ მომავალ ლიდერს) და, სამწუხაროდ, ჩვენი სამშობლოც.

როგორც გიგი უგულავამ სწორად აღნიშნა, ჩვენ - ნაციონალები - არ ვაპირებთ, ვინმეს მორალის პოზიციიდან ველაპარაკოთ და დავამუნათოთ. ეს მით უმეტეს გაუმართელებელი ჩანს, როდესაც ალასანიას დაჭერის საფრთხე არსებობს.

უბრალოდ, არსებული ვითარების სერიოზულობაზე მიგითითებთ.

რუს ოლიგარქს ბრძოლას მაინც მოვუგებთ ჩვენ, ნაციონალები.

ოღონდ თქვენს გარეშე თუ თქვენთან ერთად, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია", - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს