"რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის" - განრისხებული მღვდელმონაზონის პოსტი

"რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის" - განრისხებული მღვდელმონაზონის პოსტი

"გააგორეს, ბევრი იცოდა...", - ასე იწყებს და შემდეგ ანვითარებს საკუთარ თეორიას რობერტ სტურუა სტატუსში, რომელიც მან კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ფაქტს მიუძღვნა. მის ნათქვამს სოციალურ ქსელებში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეული მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძის სტატუსი აღმოჩნდა. "რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის", - წერს სასულიერო პირი.

Facebook/ ილია ვაშაკიძე:

"რობერტ სტურუაზე და რეზო ამაშუკელზე ვარ მაგრად განრისხებული. ვაგლახ, რომ ესაა ჩვენი სულიერება დღევანდელ რეალობაში... ადამიანის გარდაცვალებაც პოლიტიკად აქციეს ამ კაცუნებმა... კახა ბენდუქიძე ღმერთმა აცხონოს, მაგარი კაცი იყო... რა ქართველი კაცის საქმეა ადამიანის გარდაცვალებაზე სიხარული...

რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის. მე, როგორც მღვდელი და ქართველი, სინანულს გისურვებთ... სინანულამდე ფურთხის ღირსნი ხართ...

ჩემს მრიხანებას თქვენს მიმართ საჯაროდ ჩემს ცოდვად ვთვლი. ჩემს თავსაც სინანულს ვუსურვებ... ილოცეთ ჩემთვის, ხალხო. ეს ბოღმა და ერთმანეთისადმი სიძულვილი ქორეპისკოპოს იაკობის ქადაგებების ნაყოფია. იხილეთ მისი ქადაგებები ინტერნეტში, ოღონდ ყურადღებით არ მოუსმინოთ, თორემ თქვენც გაგახარებთ კაცის სიკვდილი... მომიხსენიეთ ლოცვებში...

იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე