"კრიმინალების წახალისებას ინკვიზიცია ჯობია" - დავით დარჩიაშვილი საპატრიარქოს აკრიტიკებს

"კრიმინალების წახალისებას ინკვიზიცია ჯობია" - დავით დარჩიაშვილი საპატრიარქოს აკრიტიკებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის შესახებ მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძის განაცხადებას ეხმაურება.

"ღმერთი, რჯული - არ ვარ ეკლესიის მტერი. სულ პირიქით. მაგრამ კრიმინალების წახალისებას ინკვიზიცია ჯობია - უფრო თანამიმდევრული მაინცაა", - წერს დარჩიაშვილი.

როგორც ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, მმკ კრიმინალური სექტა და დაჯგუფებაა, რომელსაც საპატრიარქო მფარველობს.

"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი კრიმინალური სექტაა დავით ისაკაძის მეთაურობით, ისეთივე კრიმინალური, როგორიც ვასილ მკალავიშვილისა.. მკალავიშვილს პასუხი მოეთხოვა, ისაკაძე ისევ ზონდერობს და უბედურება ისაა, მას საპატრიარქო მფარველობს. ანუ ვღებულობთ რა სურათს: საპატრიარქო მფარველობს კრიმინალურ დაჯგუფებას დავით ისაკაძის მეთაურობით. ვიდრე იარსებებს დაუსჯელი კასტა და კრიმინალური სექტა საქართველოში, საშველი არ იქნება!", - წერს მღვდელმონაზონი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს