"სააკაშვილო, შენ რა გითხარი, მე რო კალანდაძე ჭამას მასწავლისო" - ნინო კალანდაძის ემოციური მოგონება ბენდუქიძის შესახებ

"სააკაშვილო, შენ რა გითხარი, მე რო კალანდაძე ჭამას მასწავლისო" - ნინო კალანდაძის ემოციური მოგონება ბენდუქიძის შესახებ

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე რამდენიმე დღის წინ გულის ოპერაციის შედეგად 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბიზნესმენის შესახებ ყოფილი ხელისუფლების გუნდის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ეპიზოდს იხსენებს.

"ერთხელ ჭიასთან ვიყავით მწვადებზე. კახაც იყო, მხიარული, როგორც ყოველთვის. მასვე "ებარა" ჩვენი სულგუნით მომარაგება. სუფრის გაწყობაშიც თავად მონაწილეობდა და თან თეორიას ავითარებდა, რომ ხაჭაპური მწვადის წინ იჭმევაო. მე შევეკამათე, ხაჭაპურის მერე მწვადს რაღა აზრი აქვს, გემოს ვეღარ ჩაატანთქო. კახამ ცაში აიხედა, ხელები ზევით აიშვირა და "ამოიგმინა", სააკაშვილო, შენ რა გითხარი, მე რო კალანდაძე ჭამას მასწავლისო ...

საოცარი იუმორი ქონდა..

ძალიან დამაკლდება მისი რჩევები, მასთან კამათი, მისი იუმორი და გადამდები, მხიარული სიცილი...", - ნინო კალანდაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს