"საშიში" კამერტონი - შსს თანამშრომლებმა კამერტონი საშიშ ნივთად მიიჩნიეს და მფლობელს ჩამოართვეს

"საშიში" კამერტონი - შსს თანამშრომლებმა კამერტონი საშიშ ნივთად მიიჩნიეს და მფლობელს ჩამოართვეს

სოციალურ ქსელში ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ფეისბუქის პირად გვერდზე დავით გოგოლაშვილმა შემდეგი შინაარსის წერილი გამოქვეყნა.

"გუშინ, შსს თანამშრომლებმა, ბოცვაძის (ვერა) ქუჩაზე გააჩერეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომელი, ცნობილი ფოლკლორული ანსამბლის წევრი გაჩხრიკეს და აღმოუჩინეს კამერტონი, მიუხედავად განმარტებისა, მათ კამერტონი საშიშ ნივთად მიიჩნიეს და ჩამოართვეს. უხერხულია მდიდარი ფოლკლორული და სასიმღერო ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ამოწმებდე მუსიკოსს და ართმევდე პროფესიულ ინსტრუმენტს. დაკითხვა-გაჩხრეკის შემდეგ დააპირეს აქტის შედგენა, შედეგად ჩვენმა კოლეგამ დაუტოვა "საშიში" კამერტონი პოლიციელებს და დაემშვიდობა. მზად ვართ დრო დავუთმოთ ე.წ. ოპერებს და ზოგადი ინფორმაცია მივაწოდოთ მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ, ჩავუტაროთ მასტერკლასი. უღმესი პატივისცემით - მე,"- წერს დავით გოგოლაძე.

P.S. კამერტონი - ფოლადის ორთითა ხელსაწყო (ჩანგლის მსგავსი), რომელიც მაგარ სხეულზე დარტყმისას გამოსცემს გარკვეული სიმაღლის ბგერას; იყენებენ მუსიკალური საკრავის აწყობის, აგრეთვე გუნდის მიერ სიმღერის შესრულების დროს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს