"სამხარაულის ბიურო ჩემთვის არგუმენტი ვერ იქნება" - ნანუკა ჟორჟოლიანი" 7 ნოემბრის" ფოტოს ავტორს პასუხობს

"სამხარაულის ბიურო ჩემთვის არგუმენტი ვერ იქნება" - ნანუკა ჟორჟოლიანი" 7 ნოემბრის" ფოტოს ავტორს პასუხობს

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში 7 ნოემბრის აქციაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად, სოდი-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუაა გამოსახული. ნანუკა ჟორჟოლიანმა ფოტოებს "გოიმურად დამონტაჟებული" უწოდა. ტელეწამყვანმა ფოტოებისთვის ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა და ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

რამდენიმე წუთის წინ ბექა მჭედლიშვილმა და ნოდარ ცხვირაშვილმა ფეისბუქის გვერდზე სამხარაულის ბიუროში, ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები გამოაქვეყნეს.

ექსპერტიზის დასკვნას გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ძველ თემას უნდა დავუბრუნდე გახსოვთ ალბათ ცნობილი ფოტოების ამბავი. ექპსერტიზის ჩატარება რომ მინდა. მას შემდეგ რაც სამხაუარულის ბიურომ 7 დღე კომაში მყოფ დავით კოდუაზე დაწერა, რომ მსუბუქი დაზიანება აქვს გადავწყვიტე ექსპერტიზა ფოტოებს ევროპაში გაუკეთონ. გამოცდილება ამ მიმართულებით მწირი აქვთ ადვოკატებს. ველაპარაკე ზვიად კორძაძეს, ოთო კახიძეს, მარიამ კუბლაშვილს კონსულტაციაზე და უკვე ევროპის ბიუროდან ველოდები ეხლა ინფორმაციას სად გავუკეთებთ ფოტოებს ექპსერტიზას, მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანია ფოტოების დედნები. მიმოწერაში ფოტოგრაფმა მითხრა რომ მხოლოდ ერთი ფოტოს დედანი აქვს. (საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ ამ მიმოწერას) ჩამიგდო ინბოქსში და ფოტო დედანი არ აღმოჩნდა. მარიამ კუბლაშვილმა მიწერა ორჯერ, აუხსნა რომ დედნების გარეშე არ ტარდება ექსპერტიზა და პასუხის ლოდინის შემდეგ მოგვწერა რომ უნდოდა ნოტარიული მოწმობა რომ მარიამი წარმოადგენდა ჩემს მხარეს. შემდეგ მივწერე მე. რომ მოეცა დედნები, სხვა შემთხვევაში ვერ ვატარებ ექსპერტიზას (ევროპაში ასეა, საჭიროების შემთხვევაში ამ მიმოწერასაც გამოვაქვეყნებ.მისგან ველოდებით ფოტოებს) და პასუხი არ მიმიღია:) არ არის პრობლემა, კიდევ მივწერ ფოტოგრაფს რომ გამოაქვეყნა 7 ფოტო და ყველა დედანი მჭირდება ექსპერტიზისთვის ევროპაში:) ბუნებრივია, სამხარაულის ბიურო ჩემთვის არგუმენტი ვერ იქნება. სადაც სასიკვდილოდ ნაცემ დავით კოდუაზე თქვეს ძალიან მსუბუქად იყო ნაცემიო, იქ ზვიგენზეც იტყყვიან პინგვინიაო", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი..

დაგაინტერესებთ| იყო თუ არა მონტაჟი "ფოტო 7 ნოემბრის აქციიდან" - სამხარაულის ბიუროს დასკვნა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს