"ემზარ კვიციანს 12-ს უსჯიან და ნაბოზარი კიტოვანი ქუჩაში თავისუფლად დაიარება" - ცოტნე გამსახურდია

"ემზარ კვიციანს 12-ს უსჯიან და ნაბოზარი კიტოვანი ქუჩაში თავისუფლად დაიარება" - ცოტნე გამსახურდია

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემზარ კვიციანის განაჩენს ეხმაურება.

"მე არ ვიცნობ ემზარ კვიციანს. როგორც მედიიდან ვიცი, მას ბრალად ედებოდა ამბოხება და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა. ეს შეიარაღებული დაჯგუფება, როგორც ცნობილია, ავად თუ კარგად, სახელმწიფოს შექმნილი გახლდათ და საქართველოს ინტერესებს იცავდა აფხაზეთის სვანეთში. "ამბოხების" შედეგად და არც მანამდე კვიციანს თავის ქმედებით არავინ მოუკლავს, არ მიუყენებია ვინმესთვის ფიზიკური თუ მატერიალური ზიანი - ყოველ შემმთხცევაში, ამის შესახებ სასამართლოსთვის ცნობილი არაფერია...

ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ორი მოწმე, შსს სპეცრაზმელები - ორენჩი მარზოევი და გიორგი გაფრინდაშვილი - რომელნიც ამბობენ, რომ ამ ოპერაციის შედეგად მათ მორალური ზიანი მიადგათ. მარზოევმა ისიც განაცხადა, რომ ამ ოპერაციის შედეგად მის ფეხმძიმე ცოლს მუცელი მოეშალა და ამაში კვიციანი დაადანაშაულა. მოკლედ, ეს აბსურდის თეატრი სადღაც მე პირადად უკვე მინახავს.

კიდევ ერთი აბსურდი აქ ჩემთვის ისაა, რომ ამბოხებისათვის 12 წელს უსჯიან ადამიანს, რომელმაც ავად თუ კარგად, საქართველოს ტერიტორიები შეუნარჩუნა და ამავე დროს ნაბოზარი თენგიზ კიტოვანი ქუჩაში თავისუფლად დაიარება. ეს ისე, თუ ამბოხებაზე და კანონის უზენაესობაზე მიდგება საქმე...", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

"სამწუხარო ერთი რამ არის, ემზარ კვიციანს სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუკერა საქმე, რომელშიც არც კვალიფიკაციით, არც გამოძიებით, კვიციანის ბრალეულობა არ დასტურდება. დღევანდელმა ხელისუფლებამ ის ასე გაიმეტა", - განაცხადა კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა.

ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს