ნათია ფანჯიკიძე ივანიშვილის ცუდ თვისებებზე, რომლითაც ის სააკაშვილს გავს

ნათია ფანჯიკიძე ივანიშვილის ცუდ თვისებებზე, რომლითაც ის სააკაშვილს გავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე Facebook-ზე ივანიშვილისა და სააკაშვილის ქმედებების ერთგვარ პოლიტიკურ ფსიქო-ანალიზს აკეთებს და წერს მთავარ უარყოფით თვისებაზე, რომლითაც, მისი თქმით, ეს ორი პოლიტიკური ლიდერი ერთმანეთს გავს.

Facebook/ ნათია ფანჯიკიძე:

"სააკაშვილის დაცემა მაშინ დაიწყო, როცა ერთ დღესაც საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ხალხთან უნდა ეურთიერთა, როგორც უბრალო ლოგიკის არმქონე იდიოტებთან და უნდა ეკვება სიძულვილით, ტყუილით და სიბინძურით და დაუშვა ყველა უმსგავსობა, რის წარმოდგენაც და ვერ წარმოდგენაც შეიძლებოდა.

შეეცადა ადამიანებში ყველაზე ცუდი თვისებების და გრძნობების გააქტიურებით ებატონა.

რადგან ხალხის ნაწილი ათასი თავისი პრობლემის გამო გაღიზიანებულია, ეგონა ბრაზის და აგრესიის გრძნობა საფუძვლად გამოადგებოდა და ხალხში დაბნეულობის და სიძულვილის გაღვიძება მისი ერთადერთი დასაყრდენი გახდებოდა კონკურენტებთან ბრძოლაში.

ბიძინასაც ასე გონია.

ცდებით ბატონებო, ცდებით...

სიძულვილით სავსე გულებმა მიიყვანა ეს ქვეყანა სრულ ემოციურ გამოფიტვამდე, მაგრამ ხალხს საბოლოოდ არაფერი შეშლია და არაფერი შეეშლება.

თქვენ ნამდვილად გაგიკვირდებათ, მაგრამ ადამიანი კეთილი და გონიერი არსებაა. შეიძლება მთელი ამ სიმყრალის შინაარსს დეტალურად ვერ გაყვეს და ხშირად ლოგიკურად ვერც გამოარჩიოს ტყუილი და მართალი, მაგრამ სიძულვილის გამავრცელებელი ყველა ვირუსი მწიფდება, იშლება, ვრცელდება, წამლავს ირგვლივ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს თავისივე სიმყრალისგან ნადგურდება.

ადამიანის საწყისი ბუნებრივი მდგომარეობა სიმართლე და სიყვარულია და ამ ბუნებრივი მდგომარეობის მისაღწევად ცნობიერად თუ არაცნობიერად ადამიანი ყოველთვის იბრძოლებს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს