ისევ ვფიქრობ, რომ გავა, ხომ ცოცხალი მაინც დაბრუნდება... - ნათია ფანჯიკიძე მეუღლეზე

ისევ ვფიქრობ, რომ გავა, ხომ ცოცხალი მაინც დაბრუნდება... - ნათია ფანჯიკიძე მეუღლეზე

ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის გვერდზე ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ერთი კარგი ადამიანი მწერს პირადში, შენს სტატუსებზე უფრო არ დაიბოღმოს, უფრო საშიში გახდებაო. მეტი ბოღმა კიდევ არსებობს? დავინტრიგდი.

ზუსტად იგივე გრძელდება ჩემთვის, რაც იყო ორი წლის წინ. თან ახლა ფრონტიც გააერთიანეს, მრავლდებიან და არ იკლებენ.

ყოველდღე ისევ ვფიქრობ, რომ გავა, ხომ ცოცხალი მაინც დაბრუნდება......და ნებისმიერი ცუდი რამ, რაც სხვა მტრისგან საფრთხე შეიძლება არსებობდეს, რამდენი ინიციატივიანიც თავს გამოყოფს ამ ფონზე, მაინც მისი ბრალია, ვინც გახსნა სეზონი, შექმნა ეს ბინძური ატმოსფერო და გზა გაუხსნა ქვების სროლას.

ამაზე მეტი ბოღმა რა დავუშვა? მეტიც შეუძლია?" - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ნათია ფანჯიკიძის პოსტს ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

"ჩვენ ქვეყანაში ძლიერები რომ არ უყვართ ეს არაერთხელ დაამტკიცა ამ მთავრობამ და წინამორბედებმაც.მიუხედავად ამისა ყველაფერი კარგად იქნება.გაგაძლიეროთ უფალმა და ხვალინდელი დღის მადლმა" ; "თუ ამდენი შეუძლიათ ,ჯერ ნაცებს აგებინონ პასუხი. მკვლელები მორალს რომ გვიკითხავენ!! ხალხს ნაცების გასამართლება უნდა და არა საკუთარი წევრების,მით უმეტრს ალასანიასი... უსუსურები,უმაქნისები.." ; "ღმერთი ზემოდან იყურება და ყველაზე კარგად ის არჩევს მტყუან მართალს. ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ. გული იმაზე მტკივა რომ მოღალატე და გამყიდველი აქეთ რომ ცილს დაგწამებს, მაგრამ ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვევა" ; "რაღაც მაგდაგვარი მეც გამკრავს-ხოლმე გულში, მაგრამ წამიერად არ ამართლებს ეგ მეთოდი, პირიქით მოეჩვენებათ რო დაგიბრიყვეს ასე ემართებათ პატარა ადამიანებს გაჟეჟელს გატეხილი ჯობსო ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ხო გაგიგია? " ; "ნათია, დაუბრუნდით ძველ ფერად ცხოვრებას, თორემ რაღაც მაკლია. სულ, სულ ვკითხულობ თქვენ პოსტებს, რომ ის დღე და ყოველი შემდგომი უფრო მაგარი და უფრო ფერადი მქონდეს! სიმყრალის სუნს თქვენთან არაფერი ესაქმება დამიჯერეთ!" - ეხმაურებიან კომენტარებში ალასანიას მეუღლეს.

-"ძველი და ახალი არარსებობს. მე ისევ ჩემს ყვავილებში ვარ ბატონო რომა. უბრალოდ შევაჯამე ის, რასაც ჩვენს ირგვლივ ახდენენ. სულ ესაა და ეს არანაირ რეალობას არ ცვლის, მითუმეტეს შემოდგომის ოქროს" - პასუხობს ერთერთი კომენტარის ავტორს ნათია ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს