"აქ მხოლოდ ტყ... და შიმშილის ენა ესმით ყველაზე კარგად" ცოტნე გამსახურდია მაია ასათიანის ცეკვას აფასებს

"აქ მხოლოდ ტყ... და შიმშილის ენა ესმით ყველაზე კარგად"  ცოტნე გამსახურდია მაია ასათიანის ცეკვას აფასებს

"რუსთავი 2"-ის თოქ-შოუ "ბრავოში" არხის სახე და ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი სცენაზე პიკანტური ნომრით წარსდგა. მან ცეცხლოვანი ცეკვა შეასრულა, რომლის დროსაც კაბა შემოიხსნა. ტელეწამყვანმა საკუთარი ცეკვა მიუძღვნა ქალებს, რომლებიც იბრძვიან.

მაია ასათიანის "გარდასახვას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ტელეწამყვანის მიართ გამოთქმულ შეფასებებს ფეისბუქის პირად გვერდზე ცოტნე გამსახურდია გამოეხმაურა. რომელმაც თავისი პოსტი "დაბოღმილი კომენტარების" ავტორებს მიუძღვნა.

"ახლა მაია ასათიანის ცეკვის სიუჟეტი ვნახე. არც პროფილის მაყურებელი ვარ (საერთოდ არ მევასება მსგავსი ტელეშოუები) და არც მაიას ფანი გახლავართ, მაგრამ... ამდენი დაბოღმილი კომენტარი, მდედრებისგან, მამრებისაგან იშვიათად მინახავს! რა იყო, თქვე ჩემა, დაგიშავათ რამე? იცეკვა, გაიხარა ადამიანმა, ასიამოვნა თავიც და სხვაცა... კიდევ დავრწმუნდი, რომ აქ მხოლოდ ტყ... და შიმშილის ენა ესმით ყველაზე კარგად.

პ.ს. ისე, ბოღმიანი კომენტარების რაოდენობით ალბათ მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთი თუ შევეჯიბრებით ხოლმე" - წერს ცოტნე გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს