"ის იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც ყოველდღიურად ახდენდა ბიზნესის რეკეტს" - გიორგი ზურაბიშვილი ბენდუქიძეზე

"ის იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც ყოველდღიურად ახდენდა ბიზნესის რეკეტს" - გიორგი ზურაბიშვილი ბენდუქიძეზე

სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და მის უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

"არ ვაპირებდი ამ თემაზე სტატუსის დაწერას, მაგრამ კახა ბენდუქიძე ლამის ილია ჭავჭავაძედ შერაცხეს და მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო:

კახა ბენდუქიძე უდავოდ ნიჭიერი ადამიანი იყო, თუმცა, ჩემთვის ნიჭიერებას, პიროვნების დახასიათებაში, არანაირი ფასი არ აქვს. ნიჭიერება ადამიანს დაბადებისთანავე გეძლევა. ღირებული არის ის, თუ როგორ გამოიყენებ ამ ნიჭს, რამდენად პატიოსანად იცხოვრებ, რამდენად მართალი იქნები შენს თავთან და სხვა ადამაინებთან.

მოგეხსენებათ, ადამიანი თავისი გაკეთებული საქმეებით იზომება. კახა ბენდუქიძემ ნამდვლად გააკეთა ერთი კარგი საქმე, რომელსაც მას ვერავინ დაუკარგავს - მან ქვეყანაში საუკეთესო უნივერსტეტი ჩამოაყალიბა. ეს სახუმარო საქმე არ არის და ძალიან დასაფასებელი საქმეცაა. თუმცა, პირადად ჩემთვის, ამ ადამიანის უარყოფითი მხარე გაცილებით უფრო დიდია.

ყველაზე მეტად ვბრაზდები, როდესაც კახა ბენდუქიძეს ლიბერალად მოიხსენიებენ. ლიბერალიზმი გულისხმობს ადამიანის უზენაესობას. პირვონული თავისუფლების მხარდაჭერას და კანონის წინაშე თანასწორობას. ეკონომიკაში კი ლიბერალიზმი გულისხმობს თავისუფალ ბაზარს, ბიზნესში სახელმწიფოს ჩაურევლობას, მონოპოლიების დაუშვებლობას, კონკურენციის სრულ თავისუფლებას. კახა ბენდუქიძე იყო იმ ხელისფლების ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც ყოველდღიურად ახდენდა ბიზნესის რეკეტს, ყოველდღიურად არღვევდა ათასობით ადამიანის უფლებებს. ათასობით ადამიანს ბიზნესი წაართვეს. ათასობით ადამაინი ჩასვეს ჩიხეში, უბრალოდ იმის გამო, რომ მათი ნაშოვნი ფული სხვის ჯიბეში უნდა წასულიყო. სწორედ კახა ბენდუქიძის უშუალო ჩარევით მოისპო ანტიმონოპოლიური სამსახური და მონოპოლიებმა შეჭამა ქვეყანა. სახელმწიფო რეკეტმა შეჭამა ასიათასობით მეწარმე. თვითონ ერთ ლარად ყიდულობდა აქციებს, არიგებდა ტენდერებს და მთავრობასთან ასოცირებული აგრძელებდა ბიზნესის კეთებას. სად არის აქ ლიბერალიზმი?!

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ კახა ბედნუქიძე გასაფეტიშებელი პიროვნება ნამდვილად არ იყო. მთაწმინდის პანთეონზე კომენტარსაც აღარ გავაკეთებ, მაგაზე ალბათ თვითონაც სიცილით მოკვდებოდა", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლონდონში 13 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 22 ნოემბერს კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს