ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული პიარის გარეშე და შეხება არ ჰქონია პოლიტიკასთან - ვინ დაეხმარება ანორექსიით დაავადებულ მარიკას

ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული პიარის გარეშე და შეხება არ ჰქონია პოლიტიკასთან - ვინ დაეხმარება ანორექსიით დაავადებულ მარიკას

გუშინ "იმედის კვირაში" 29 წლის მარიკას შესახებ გავიდა სიუჟეტი, რომელიც მძიმე დაავადების გამო უკვე წლებია შინიდან ვერ გადის. მას 15 წლის ასაკში გლანდების ოპერაცია გაუკეთეს და გართულებები ამის შემდეგ დაიწყო. მოგვიანებით გოგონას ბულემია-ანორექსიის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ის მხოლოდ 22 კგ-ს იწონის. ოჯახი უკვე წლებია ებრძვის მის დაავადებას, თუმცა უშედეგოდ.

გადაცემას საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გადაცემაში ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, სტუდიაში ერთმა ადამიანმა დარეკა, რომელიც მარიკას მკურნალობას სრულად დააფინანსებს და მას ოცნების ასრულებაში დაეხმარება. მარიკას სურს, ქართულ ცეკვას დაუბრუნდეს, რითიც ბავშვობაში იყო დაკავებული.

როგორც ინგა გრიგოლია სოციალურ ქესლში წერს, გადაცემის შემდეგ მრავალი ადამიანი დაინტერესდა, თუ ვინ არის პიროვნება, ვინც მარიკას მკურნალობას დააფინანსებს.

"გადაიწვა ჩემი ინბოქსი და ტელეფონი ერთი შეკითხვით - დავასახელო, ვინაა ის უმაგრესი ადამიანი, ვინც ანორექსიით დაავადებული მარიკას დაფინანსება გადაწყვიტა... მაპატიეთ, მაგრამ რადგან მან ინკოგნიტოდ დარჩენა მთხოვა და მე პირობა მივეცი, ვერ დავასახელებ... ერთს ვიტყვი, ისაა ამ ქვეყნის უმაგრესი მოქალაქე, რომელსაც ბევრი სიკეთე აქამდეც აქვს გაკეთებული ყოველგვარი პიარის გარეშე და ვინმემ რომ არ ეძებოს, რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტი, ვიტყვი რომ მას არანაირი შეხება არასდროს ჰქონია პოლიტიკასთან.... ა-რა-ნა-ი-რიიიიიი!!!!!! არასდროს!!!!!! უბრალოდ, უმაგრესი კაცია", - წერს გრიგოლია.

ანორექსია კვებითი აშლილობა, რომელიც აღწერს კვების დარღვევას, რომლის დროსაც ადამიანი წონაში მნიშვნელოვნად იკლებს, მაგრამ თავის თავს მსუქნად თვლის და ცდილობს წონაში დაკლებას.

ასეთი ადამიანები მაშინაც კი აგრძელებენ კვებაში შეზღუდვას, როდესაც ისინი არასრულფასოვანი კვების გამო გამოფიტულნი არიან. თუმცა ბულიმიისგან განსხავებით ნერვული ანორექსია ვლინდება პაციენტებში მათი არაბუნებრივი სიგამხთრით.

სტატისტიკურად დადგენილია, რომ ეს დაავადება ძირითადად ვლინდება გოგონებში და მხოლოდ დავადებულთა 10 პროცენტს შეადგენენ მამაკაცები.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ: რა არის ბულიმია და ანორექსია - დაავადების სიმპტომები და მურნალობის მეთოდები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს