"მეხუთე კოლონა პოლიტიკური ნიღბით ჩქმალავს თავის სახეს" - რომან გოცირიძე

"მეხუთე კოლონა პოლიტიკური ნიღბით ჩქმალავს თავის სახეს" - რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში რუსეთის გააქტიურების შესახებ წერს.

"აშკარად გააქტიურებულია რუსეთი საქართველოში. ნელ-ნელა იბრუნებს დასაყრდენს. დღეს რაღაც კულტურულ ღონისძიებას ჩაატარებს, ხვალ თბილისის გაზგამანაწილებელ სისტემას იყიდის, ზეგ გზების გახსნას მოგვთხოვს.

მეხუთე კოლონა პოლიტიკური ნიღბით ჩქმალავს თავის სახეს. ზოგი ყოფილ ხელისუფლებას ლანძღავს, ზოგი ახალს, ზოგიც ორივეს ერთად. ეს მოკლე გზაა ხალხის გულებისაკენ.

რითი შეუძლია მოხიბლოს ღარიბმა და მახინჯმა რუსეთმა თავისი რჩეული? მხოლოდ ორი რამით: ესაა ბაზარი და ერთმორწმუნეობა", - წერს გოცირიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს