"ხმა მაინც ამოიღეთ, როცა ქვეყანას გართმევენ!" - როგორ აპროტესტებენ "ფეისბუქში" რუსეთ-აფხაზეთის ახალ შეთანხმებას

"ხმა მაინც ამოიღეთ, როცა ქვეყანას გართმევენ!" - როგორ აპროტესტებენ "ფეისბუქში" რუსეთ-აფხაზეთის ახალ შეთანხმებას

რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმებას მოეწერა ხელი. რუსული მედიის ცნობით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან.

ნანანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"ზაქარეიშვილი გააჩუმეთ რა! უბრალოდ უთხარით ახლა მაინც დადუმდეს!"

...ასე რამ დამადუმა მე, ან რამ დაგადუმათ თქვენ! აფხაზეთის ანექსიას ასე ჩუმად როგორ ვუყურებთ! ეს იყო ჩვენი ოცნება?!

სოლიდარობა! აი ეს უნდა ვქნათ! მერე რა რომ მთავრობა უუნაროა! ჩვენ ვქნათ რამე! დავანახოთ მათ რომ ბრძოლას აქვს აზრი! სად არიან სტუდენტები! აუცილებლად გააგონებდა ასიათასობით ქართველის ხმას აფხახებს და დაანახებდა რომ ბრძოლას აქვს აზრი".

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:

საქართველოს მთავრობა!

გაისუსეთ!...

უფრო გაისუსეთ!

ვიცი, მეტი რაღა უნდა გაისოსოთ, მაგრამ უფრო გაისუსეთ!

მსოფლიოს ყველაზე გასუსული მთავრობის პრიზი მაინც მოიგეთ.

ირაკლი ღარიბაშვილო, შეიგინეთ მაინც?! თქვენთვის მაინც გაბრაზდით ბ-ნო პრემიერო?!

თუ „მადლობა ბ-ნ ბიძინას" მეტი მართლა არაფერი იცით?!

ომს ხომ არ გთხოვთ, უბრალოდ ხმა მაინც ამოიღეთ თქვე მთავრობავ, როცა ქვეყანას გართმევენ!".

ბექა გოჩიაშვილი, პიანისტი:

"ვისაც აფხაზეთის ანექსიაზე შინაგანი პროტესტის გრძნობა მაინც არ გაგაჩნიათ, თქვენი დედა მო**ნ. ტრაგედიაა. დიდი ბოდიშის მოხდით. p.s. (პირველად ვიგინები სახალხოდ!).

მარიამ საჯაია, დეპუტატი:

"ქვეყანაში ეს არ იგრძნობა, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღეა, განსაკუთრებით მძიმე. რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს მთავრობიდან მხოლოდ უპრინციპო მინისტრი გამოეხმაურა ამ მოვლენას და აცხადებს, რომ ამ შეთანხმებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

დიახ, ასეა, მაგრამ ამ ხელშეკრულებას გააჩნია რეალური შედეგები!!!! ჩვენ ფაქტობრივად და სამართლებრივად ვკარგავთ აფხაზეთს. ეს დე-იურე ანექსიაა.

ამ დროს პატრიოტი და თავმოყვარე ქვეყნის მთავრობას ატალახებული ექნებოდა ყველა მოკავშირე სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის კარი, ქვეყანაში გაშლილი ექნებოდა დიდი სამოქალაქო მოძრაობა და ეცდებოდა საზოგადოების გაერთიანებას ქვეყნის დაშლის წინააღმდეგ.

ჩერჩილს მაშინ რომ არ ეთქვა, ახლა იტყოდა ვინმე გენიოსი: "თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს"

...არა, წარმოგიდგენიათ მიშას მთავრობის დროს რომ გაფორმებულიყო მსგავსი შეთანხმება რუსებს და აფხაზებს შორის და თან მთელი ხელისუფლება რომ დღევანდელის-მაგვარი დუმილით შეხვედროდა?! კი, წარმოუდგენელია, მაგრამ ვთქვათ რომ ასე ექნა...

ვაი, რა ამბავი ატყდებოდა - ჩააბარა მიშამ პუტინს ქვეყანა კონტექსტში; ფსევდო, ურა-პატრიოტები რა კორიანტელს დააყენებდნენ; ისინი, ვინც ახლა დუმან და 15 ნოემბერს ქართველ ხალხთან ერთად დგომა "უტყდებოდათ".

ნათია კობერიძე, ჟურნალისტი:

"რუსეთის/მტრის მთვარობა როცა ბედნიერია, რა ქვია ასეთ დროს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას?

მთავრობა, ჯერ კიდევ გაქვთ შანსი სრულიად შეცვალოთ საგარეო პოლიტიკა და დაიწყოთ ბრძოლა საქართველოსთვის. მიუხედავად მძიმე საშინაო პრობლემებისა, ესაა შანსი საზოგადოების კონსოლიდაციის, კოლაბორაციონიზიმის სირცხვილის თავიდან აცილების, ყველას გადარჩენის!".

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:

"ვისაც არ ესმის, რომ ქვეყანა სრული კრახისკენ მიბარბაცებს ან ვირივით ჯიუტია, ან სულელი და ან ხარბი, ანაც ყველაფერი ერთად.

1. აფხაზეთის ანექსია

2. აფხაზეთის რკინიგზაზე დაწყებული მოლაპარაკებები.

3. დაღესტან-კახეთის გზა.

4. სამხრეთ ოსეთის გარდაუვალი ანექსია.

5. რუსეთის სპეცსამსახურების ტოტალური ინფილტრაცია ხელისუფლებისა ყველა დონეზე.

6. მორყეული ენერგოსისტემა და შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოებაც.

7. გაფუჭებული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან.

8. საშიშად უტვინო ეკონომიკური პოლიტიკა.

9. გაქცეული ლარი

10. ტოტალურად არაკომპეტენტური მთავრობა

და ა. შ.

ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ხაჯიმბას თქმით - "ეს ხელშეკრულება კიდევ უფრო გაამყარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას", რასაც წინ უსწრებდა ღარიბაშვილის განცხადება-"აფხაზეთი 25 წელია იბრძვის თვითგამორკვევისთვის"

სად არის მთავრობის პოზიცია მოსკოვსა და სოხუმს შორის მოკავსირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებასთან დაკავშირებით?!

საქართველოს დამბლადაცემული ხელისუფლება!

დავით დარჩიაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"უცებ მთავრობას რომ გონება გაუნათდეს და თქვას - საცობებს, ლარს, ელექტროენერგიას, დასაქმებას, ციხეს, ქუჩას, განათლებას, აფხაზეთს და საერთოდ ვერაფერს ვუვლით. უკაცრავად, შეგვეშალა, ჩვენ წავედით".

ნიკა რურუა, საზოგადოებრივი მოძარობა "ივერია":

"დღეს საქართველო რუსეთთან იმყოფება ომის, კერძოდ ომის ამ ახალი ნაირსახეობის, ე.წ. ჰიბრიდული, ანუ ეკონომიკური, დიპლომატიური, ფსიქოლოგიური, ინფორმაციული და პარამილიტარული ომის მდგომარეობაში.

ეს ყოველმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გაითავისოს, აქედან გამომდინარე ყველა აუცილებელი ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი სიმხნევის მოკრების დახმარებით.

ამ სიმართლეს, ისევე როგორც ყველა დანარჩენ სიმართლეს, უმჯობესია შიშისა და პანიკის გარეშე თვალი გავუსწოროთ, რადგანას ეს წარმატების უმთავრესი წინაპირობაა.

წარმატება კი აუცილებლად მოვა, თუ ერთ რამეს შევძლებთ: კერძოდ, დამარცხებაზე უარის თქმას. ამაზე მტერს ხელი არ მიუწვდება".

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს