ნანუკა ჟორჟოლიანს იეღოვას მოწმეები დაუპირისპირდნენ

ნანუკა ჟორჟოლიანს იეღოვას მოწმეები დაუპირისპირდნენ

ნანაუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე მის გადაცემაში იეჰოვას მოწმის, ახლა უკვე მართლმადიდებელი ტაქსის მძღოლის (კარუზოს) სტუმრობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც გაირკვა, შოუს წამყვანი გადაცემაში ხუმრობით გამოქმული რეპლიკის გამო გააკრიტიკეს და არაობიექტურობაში დასდეს ბრალი.

"ფბ-ში გამოხმაურება მოჰყვა ჩემი დღევანდელი გადაცემის იმ ნაწილს სადაც სტუმრად იყო იეჰოვას მოწმე, ახლა უკვე მართლმადიდებელი ტაქსის მძღოლი (კარუზო). მან მოჰყვა რატომ შეიცვალა მრწამსი. მის მონაყოლს და ჩემს ერთ რეპლიკას სწორედ მის მონათხრობზე მოჰყვა საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა. ეს გადაცემა კეთდება ადამიანებზე, მათ ისტორიებზე და მესმის რომ ხშირად სხვისი ცხოვრების ეპიზოდი, ან ამ ეპიზოდის შეფასება არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს მათი ცხოვრებაა და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ის გახადოს საჯარო ან არა. ის ჰყვებოდა საკუთარ რელიგიურ ცხოვრებაზე, რისი უფლებაც მას ნამდვილად ჰქონდა. წავიკითხე მოსაზრება რომ უნდა გამეჩერებინა ის და მიმეცა შენიშვნა! გაუგებარია რესპოდენტს მის ცხოვრებაზე შოუს წამყვანმა შენიშვნა როგორ უნდა მისცეს! მხოლოდ იმიტომ რომ იეღოვა რელიგიური უმცირესობაა (საქართველოში) მის დადებით ან უარყოფით მხარეებზე არ ისაუბროს არავინ ესეც ჩემთვის გაუგებარია! რაც შეეხება ჩემს რეპლიკას, "ხომ არ მომივარდებიან, მეშინია იეღოველების" მიუხედავად იმისა რომ აშკარად იუმორში იყო ნათქვამი, იმ ვრცელ ისტორიაზე რაც რესპოდენტმა მძაფრად მოჰყვა, ვიღებ შენიშვნას!

მე როგორც გადაცემის წამყვანი და ავტორი ვაცხადებ რომ მე და ჩემი გუნდი სრულად ვემხრობი აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებას და მიიჩნევს რომ ყველა რელიგიური ჯგუფი არის, ჩვენი საზოგადოების საპატივცემულო და განუყოფელი ნაწილი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიურ უმცირესობას!" -წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამერიკის ელჩი ქართველ ბიზნესმენ ქალებთან ერთად სვანეთში - სტუმრობის ამსახველი ფოტოები

"ამხელა წარმატებას წყალში უყრიან" - ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი, რომლის მხარდასაჭერად "ფეისბუქი" გაერთიანდა

ბოლო ზარის პერანგი ქურდული სიმბოლიკით - "ეს არის არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი კრიმინალური გარჩევა დაგეგმა"