"მერე რამეს ვიტყვი და სტერვა ხარო..." - ინგა გრიგოლია საკრებულოს თავმჯდომარეს აკრიტიკებს

"მერე რამეს ვიტყვი და სტერვა ხარო..." - ინგა გრიგოლია საკრებულოს თავმჯდომარეს აკრიტიკებს

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოში ჩინური ენის სწავლების ინიციატივით გამოვიდა. ალიბეგაშვილის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.

"მერე რამეს ვიტყვი და სტერვა ხარო... ჩინური ენის სწავლა ძაან კარგია, მაგრამ საკრებულოს თავ-რეს მხოლოდ იმიტომ გაახსენდა ჩინური, გუანჯოუში რომ იყო??? ისე ერთი ყოფილი თავ-რეც იყო ჩინეთზე გადარეული - ზაზა ბეგაშვილი და კი დანიშნეს მერე იქ ელჩად... ესეც მგონი ელჩობას უმიზნებს... აბა, ამ მოახლოებული ზამთრისა და ყინვების წინ, საკრებულოს თავ-რე სხვა პრობლემას ვერ ხედავს, სხვა ინიციატივით რომ გამოსულიყო??? მაგალითად, უსახლკაროებზე, სოციალურად დაუცველებზე.... რა ვიცი აბა", - წერს გრიგოლია.

გუშინ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის, ქალაქის მერის დავით ნარმანიას, ასევე საკრებულოს დეპუტატებისა და მერიის სხვა წარმომადგებლების შემადგენლობით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში გაემგზავრა. საკრებულოს ცნობით, გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოში ჩინური ენის სწავლების ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს