"როდის დაუმოკლდა სული ნეტა ივანიშვილს, ალასანიას საგარეო ვექტორს რო ღუნავდა მაშინ?" - ირინა სარიშვილი

"როდის დაუმოკლდა სული ნეტა ივანიშვილს, ალასანიას საგარეო ვექტორს რო ღუნავდა მაშინ?" - ირინა სარიშვილი

პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომელიც მან Forbse-თან ინტერვიუში გააკეთა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ირაკლი ალასანიამ Forbse-თან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილს სულმოკლეობაში დასდო ბრალი.

და როდის დაუმოკლდა სული ნეტა ივანიშვილს - ალასანიას საგარეო ვექტორს რო ღუნავდა მაშინ?

სტატუსი დამოკლებულია", - დაწერა სარიშვილმა.

უფრო ადრე კი პარტია "იმედის" თავმჯდომარემ მოქმედ მთავრობას ალეგორიული სტატუსი მიუძღვნა.

"ბიძინა ივანიშვილის და მისი გაუმაძღარი, ნაყროვანებაში მყოფი მთავრობის შემყურე ერთი ანეგდოტი მახსენდება, დამშეული ოჯახი რო გადაწყვეტს, თხა ვიყიდოთ, რძე ექნება, რიგრიგობით გამოვღეჭავთ და დავნაყრდებითო. ხოდა იყიდეს, მოიყვანეს და დაუწყეს რიგრიგობით გამოღეჭვა. კი იყო თავიდან ყველა კარგად: ოჯახი დანაყრებული, თხაც ნასიამოვნები და კმაყოფილი, მაგრამ რამოდენიმე დღის მერე თხა გახდა, გაილია, დაშტერდა და უსარგებლო გახდა. შეწუხდა ოჯახი, დაავლეს ხელი და გააქანეს ვეტერინართან მოთქმითა და გოდებით, რამე გვიშველე, თხა ფეხზე დაგვიყენე, ამის რძით გვედგა სულიო... ვეტერინარმაც მოაცოცხლა გაფშიკინებული თხა და დამშვიდობებისას ოჯახს მიაძახა: ცოტა ხანს გაგიძლებთ კიდე ეს უბედურიო, მაგრამ რძე თუ გინდათ, ამის მერე დედალი თხა იყიდეთო..............................

მიხვდით ხო ქოცო ხელისუფალნო, დამშეული და მერე გამძღარი და მაინც გაუმაძღარი ოჯახი თქვენ რო ხართ? იმასაც ხო მიხვდით, რა გზით გაძეხით და მაინც ვერ ძღებით??

ალბათ ბატონი ბიძინაც მიხვდება........

სტატუსი +18", - დაწერა ირინა სარიშვილმა.

იხილეთ ასევე: ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის საქციელს "ყველაზე სულმოკლე ადამიანის" ნაბიჯს უწოდებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს