არ ითანამშრომლოთ ბიძინა ივანიშვილთან უხელფასოდ - ნათია ფანჯიკიძე

არ ითანამშრომლოთ ბიძინა ივანიშვილთან უხელფასოდ - ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბიძინა ივანიშვილის და მისი თანაგუნდელების თანამშრომლობაზე წერს.

"სანამ ახალი წამოგვეწევა, ისევ მიმდინარე: დაბეჭდილა სადღაც, ივანიშვილმა ალასანიას ბინა აჩუქაო. მერე ეს თემა გადაინაწილა ვისაც გადანაწილება ეკუთვნოდა და სულ უმადურები გვეძახეს. ასეთ სტატიებს მოხალისეები არ წერენ, ყოველთვის დამკვეთი ყავს. შინაარსმა აღმაფრთოვანა და ველი გაგრძელებას, მაგალითად ასეთს, რომ სულაც ივანიშვილმა ჩამოგვასახლა საქართველოში და გვაჩუქა მოქალაქეობა. თემასთან ახლოა და ფრენდის კედელზე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ამონარიდი მოვისმინე, ერთადერთი ვინც ფულზე უარი მითხრა, გიორგი მარგველაშვილი იყოო. ეს ოხერი ცოლის სტატუსი რომ ხელს მიშლის და ხმას ვერ ვიღებ, თორემ ხომ შევახსენებდი ბატონ ბიძინას, რომ მეორე ერთადერთი ირაკლი ალასანია იყო, ვისაც მისგან პირადი ფული არ აუღია. საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ბატონმა ბიძინამ უპირველესად სწორედ ეს ორი აითვალწუნა. როგორც ჩანს, რაშიც არ გადაუხდია, შენაძენად ვერ აღიქვა. ყველას მინდა გამოცდილებაზე დაფუძნებით გირჩიოთ, არასოდეს არ ითანამშრომლოთ ბიძინა ივანიშვილთან უხელფასოდ. თუ თვითონ არ შემოგთავაზებთ, თქვენ მოსთხოვეთ, თორემ ჩვენს დღეში აღმოჩნდებით. ჯერ დაეჭვდება, მერე შეგიძულებთ და ბოლოს წარმოიდგენს, რომ რაც გაბადიათ, მისი ნაჩუქარია,"- წერს ნათია ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს