მამუკა კუდავა პოროშენკო-ღარიბაშვილის საიდუმლო სატელეფონო საუბრის დეტალებს ამხელს

მამუკა კუდავა პოროშენკო-ღარიბაშვილის საიდუმლო სატელეფონო საუბრის დეტალებს ამხელს

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა უკრაინის მთავრობაში დანიშნული ქართველი მინისტრის თემაზე ივანიშვილის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. მამუკა კუდავა პოროშენკო-ღარიბაშვილს შორის შემდგარი საიდუმლო სატელეფონო საუბრის დეტალებს ამხელს.

"რატომ მოიწონა ივანიშვილმა უკრაინის მთავრობაში ქართველების გამინისტრება და შესაბამისად ცივი წყალი გადაასხა ოცნების მინისტრებს და პოლიტიკოსებს (რომლებიც 2-3 დღე თუთიყუშივით დაზეპირებული ტექსტით გვიმტკიცებდნენ - ეს დანიშვნები ცუდია და ორმხრივი ურთიერთობები დაზიანდებაო)?

იმიტომ, რომ ჩემი უკრაინული წყაროს მიხედვით, ღარიბაშვილმა დაურეკა პოროშენკოს და ნახევარი საათი სხვადასხვა არგუმენტის გამოყენებით თხოვდა პოლიტიკური მოწინააღმდეგე ქართველების არდამტკიცებას.

უკრაინის პრეზიდენტმა ზრდილობიანად უსმინა, მაგრამ ერთი სურვილი გამოთქვა - რომ ქართველ პრემიერს ამდენ ხანს და ასეთი დაბეჯითებით რუსეთის შემოჭრისას გამოეხატა შეშფოთება და დახმარების მზადყოფნა.

შედეგად მივიღეთ დიპლომატიური მარცხი: ორწლიანი პასიურობის გამო კიევთანაც გაფუჭდა ურთიერთობა და მოსკოვთანაც ვერაფერს მივაღწიეთ "ნორმალიზაციის" ილუზორული პოლიტიკის ფარგლებში.

ასევე მივიღეთ ივანიშვილის მიერ სამართლიანად "გაბანძებული" ოცნების პოლიტხელმძღვანელობა, რომელსაც მესიჯ-ბოქსის შემდგენელ კონსულტანტებთან ერთად მუდმივად უნდა ახსოვდეს: გასაგებია, რომ დავალებული აქვთ, მაგრამ სულელური და რადიკალური მესიჯებით ძალიან თავს ნუ გამოიდებენ, რადგან ბოლო სიტყვას მაინც ივანიშვილი ამბობს", - წერს მამუკა კუდავა.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის თემას გამოეხმაურა.

ექს-პრემიერი მიიჩნევს, რომ ამით უკრაინას და საქართველოს შორის ურთიერთობა არ გაფუჭდება,

"არ ვთვლი, რომ ამით უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭდება. თეორიულად, ჩვენ უნდა მივესალმოთ ჩვენი ყველა მოქალაქის წარმატებას, სადაც არ უნდა იყოს. გასაგებია ის ემოციური დამოკიდებულება, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით საქართვწლოში არსებობს და რაზეც ბოლო დროს განხილვა მიდის. მეც ვუსურვებდი მათ, რომ შეცდომები, რაც საქართველოში დაუშვეს, უკრაინაში აღარ გაემეორებინათ. ვისურვებდი, რომ მათ იქ არაფორმალური, არაყალბი წარმატებისთვის მიეღწიოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს