"ლარს რო გაკიდებოდით, არ ჯობდა ვითომ?" - ირინა სარიშვილი "ოცნებას" თვალთვალში ადანაშაულებს

"ლარს რო გაკიდებოდით, არ ჯობდა ვითომ?" - ირინა სარიშვილი "ოცნებას" თვალთვალში ადანაშაულებს

პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი ხელისუფლებას თვალთვალში ადანაშაულებს. ამის შესახებ სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ბოლო ორი თვეა, აშკარად მანქანა დამყვება. მაგის მეტი რა ვიცი წინა, წინის წინა და იმის წინა ხელისუფლებების გადამკიდე

აი, ეხლაც აქ დგანან საყვარლები

იყო დრო, როცა სიგარეტს ვუგდებდი ხოლმე აივნიდან, როცა უმთავრდებოდათ, საჭმელიც ჩამიტანია...

ვზივარ და ვფიქრობ, ნეტა ამჯერად რა უნდათ? შეიძლება ჩემმა ხშირმა ვოიაჟებმა შეაშფოთათ უკრაინაში, ემანდ ესეც სადმე არ დანიშნონო.

ჰოდა, ქოცებო, ბრძენთაბრძენნო და შორსმჭვრეტელნო! ჩემს დევნა–თვალიერებას, ლარს რო გაკიდებოდით, არ ჯობდა ვითომ? ეგებ გაგესწროთ კიდეც და დაისვენებდით თქვენც და ჩვენც! ჰა?

სტატუსი "ოცნებასავით" ინფლაციურია", - წერს სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს