"ეკა ბესელიას ვემსგავსები" - თინა მახარაძე ჭარბ წონას უჩივის

"ეკა ბესელიას ვემსგავსები" - თინა მახარაძე ჭარბ წონას უჩივის

მსახიობი და ტელეწამყვანი თინა მახარაძე ჭარბ წონას უჩივის და სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმედღიანი დიეტის შემდეგ "ბრავოს" მაყურებელს სურპრიზს უმზადებს.

"გასუქებული ვყოფილვარ - სოფლის კატა. აი, ხო, კეთილი, მაგრამ რიააღცნაირი. მადლობა გიო კუსიანს, რომ ამ ფოტოებით დამანახა სიმართლე, რის შედეგადაც ოთხი დღეა უარს ვამბობ შოკოლადების უკიდეგანო ღმურძვლაზე. ამიტომ, დღეს "ბრავოში" ვიქნები გამხდარი და ლამაზი.

აბა ჰე. ღმერთი ჩემკენ!

თავისთავად სიმსუქნეში არ არის პრობლემა. ეს მე ვემსგავსები ეკა ბესელიას, თორე კაი ქალი რომ მოდის და თეძო-მკერდით მზეს გიბნელებს, ცუდია?

ვისაც გიხდებათ, გააგრძელეთ. დაბლები და მსუქნები გაგვატარეთ", - წერს მსახიობი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს