"წითელწყაროელი მილიციონერის სიძეს ნანა გამორჩა" - ჩერგოლეიშვილი "ნაცმოძრაობის" ნეპოტიზმის სქემაზე

"წითელწყაროელი მილიციონერის სიძეს ნანა გამორჩა" - ჩერგოლეიშვილი "ნაცმოძრაობის" ნეპოტიზმის სქემაზე

ტელეწამყვანი და გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი ნეპოტიზმის ამსახველ სქემას აქვეყნებს, რომლის ავტორადაც "ნუნუ თამაზაშვილის ნათესავებს" მიიჩნევს და დედამისთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"ეს რა მაგარი "სქემა" დაუხატავთ:

ბოკერიას სიდედრი თურმე თელასის გარე სერვისის დეპარტამენტის ხელმძღვანელია

6 წლის ვიყავი დედაჩემმა რომ თელასის გამოთვლით ცენტრში დაიწყო მუშაობა, გიგა - 9 წლის, მას შემდეგ იქ მუშაობს

კომპიუტერი რომ ოთახის ხელა იყო, ეგ მახსოვს კარგად.

წითელწყაროელი მილიციონერის სიძეს ნანა გამორჩა - გიგამ ჩაუწყო ოლიმპიური მედლები ჭადრაკში. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებშიც ნაციონალური მოძრაობის დახმარებით ხვდებოდა...

წითელწყაროელი მილიციონერის სიძის მიერ შექმნილ, ნაციონალების დროინდელ "ნეპოტიზმის სქემას" უხდება ეს ფოტო.

ამ ფოტოზე 1985 წელია. მე 10 წლის ვარ. ჩემი და რუსიკო (მანქანის სახურავზე) 5 წლის. დედაჩემი 30 წლის.

რაჭაში ვართ - უიკენდზე წავედით, ნიკორწმინდაც მაშინ ვნახე პირველად.

ამ დროს ჩემი დედა, ლეილა ჩერგოლეიშვილი თელასის და საბინაო სამმართველოს გამოთვლით ცენტრში მუშაობს.

სულ მარცხნივ ციცო კრიხელია, ისიც თელასის გამოთვლით ცენტრში მუშაობდა, მერე ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად - ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს.

შემდეგი რუსიკო ტყეშელაშვილია, ის დღემდე თელასის გამოთვლით ცენტრში მუშაობს. მის სახლში ვართ სტუმრად, რაჭაში.

შემდეგი ლამარა ჩადუნელი, ისიც დღემდე თელასის გამოთვლით ცენტრში მუშაობს.

მერე დედაჩემი.

დედაჩემისთვის მკლავი გაყრილი ნინო შენგელიას აქვს - მაშინაც და დღესაც თელასის გამოთვლით ცენტრში მუშაობს.

სულ მარჯვნივ დათო კიკიანია, დედაჩემის და მამაჩემის მეგობარი - გულით გარდაიცვალა, რამდენიმე წლის წინ. ისიც თელასის გამოთვლით ცენტრში მუშაობდა.

მანქანა მამაჩემის ზაპოროჟეცია - ვინთიჯ მანქანებს ჩემი ბავშვობიდან აწყობდა და დაგვაქროლებდა (ამ ზაპოროჟეზის გარდა ჰქონდა 40-იანი წლების BMW, 70-იანი წლების Dodge - ახლაც რამდენიმე vintage მანქანა აქვს და ბოკერიას არ "დაბრალდეს").

ის კი არა, რაღაც პერიოდი, 80-იან წლებში მამაჩემიც მუშაობდა თელასის გამოთვლით ცენტრში ინჟინრად თუ პროგრამისტად (აღარ მახსოვს), ღამის ცვლაში, მეორე სამსახური იყო. დღისით გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი იყო", - წერს ჩერგოლეიშვილი.

რამდენიმე საათის წინ "ფაქ USA"-მ youtube-ზე ატვირთა ვიდეო სახელწოდებით "ნეპოტიზმი და უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა ნაციონალურ მოძრაობაში".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს