"ცრუმორწმუნეებს, ვისაც სურთ, რომ ახალმა წელმა წარმატება მოუტანოთ და ამ მიზნით ახალ წელს სახლს ასუფთავებენ"

"ცრუმორწმუნეებს, ვისაც სურთ, რომ ახალმა წელმა წარმატება მოუტანოთ და ამ მიზნით ახალ წელს სახლს ასუფთავებენ"

ასტროლოგი რამაზ გიგაური იმ "ცრუმორწმუნეებს მიმართავს, ვისაც სურთ, რომ ახალმა წელმა წარმატება მოუტანოთ და ამ მიზნით ახალ წელს საკუთარ სახლს ასუფთავებენ":

"1. საკუთარი სახლის დასუფთავება არ არის კავშირში ახალ წელთან - ის ყოველდღე უნდა დაასუფთაოთ.

2. საკუთარი სახლის დასუფთავება არ არის კავშირში წარმატებასთან, რადგან წარმატებას შეუძლია მიაღწიოს როგორც სუფთა, ისე დასვრილი სახლის პატრონმა, უფრო მეტიც - იმ ადამიანმაც კი, ვისაც საკუთარი სახლი საერთოდ არ გააჩნია.

3. სანამ სახლის დასუფთავებას დაიწყებთ, მანამდე საკუთარი გონება და გული „გაასუფთავეთ" - მოიცილეთ ნეგატიური აზრები, ურწმუნოება, შური, სიზარმაცე და მსგავსი თვისებები.

4. ყოველდღე ახალი წელია - ასე რომ, ყოველდღე დაასუფთავეთ საკუთარი სახლი, გონება, გული, სხეული. ყოველდღე გამოავლინეთ პოზიტივი და სიყვარული!

სიყვარულით რამაზ გიგაური", - წერს ასტროლოგი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს