ღმერთი გფარავდეთ ყველა კეთილ საქმეში - ეკა ხერხეულიძე ივანიშვილს და მის დეიდაშვილს "ლოცავს"

ღმერთი გფარავდეთ ყველა კეთილ საქმეში - ეკა ხერხეულიძე ივანიშვილს და მის დეიდაშვილს "ლოცავს"

საყდრისთან დაკავშირებულ მოვლენებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე ეხმაურება.

"ბ-ნო ბიძინა,

ნუ მოუსმენთ შურიან და ბოროტ ადამიანებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ,რომ კეთილი საქმეს მოხმარდება ყველა თქვენი განზრახვა. აბა,ჭკვიანი რომ არ იყოთ,ამდენი ფული ხომ არ გექნებოდათ?!

ჰო და,ღმერთმა შეგარგოთ საყდრისი თქვენ და თქვენ ლამაზ დეიდაშვილს- უჩას!

უფრო მეტიც,მტლად დაგედოთ ვარძია,ოშკი,ზარზმა და ხანცთაც!

გამოუცნობია გზანი უფლისანი,ჯერ ვერ ვხვდებით რატომ გადაუარეთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას,მაგრამ ვიცით და გვწამს,რომ ეს ჩვენს კეთილდღეობას მოხმარდება!

გფარავდეთ ღმერთი,ყველა კეთილ საქმეში,

მადლიერი ქართველი ხალხი", - წერს ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საყდრისთან დაკავშირებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება, რომელსაც "საყდრისის მცველები" გამართავენ. აქცია აქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან გაიმართება. "საყდრისის მცველები" იმ დოკუმენტაციის წარმოდგენას მოითხოვენ, რის საფუძველზეც საყდრისი ყაჩაღიანის ობიექტზე მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები დაიწყო.

"საყდრისის მცველებმა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან აქციის გამართვის გადაწყვეტილება გუშინ, კულტურის მინისტრთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ დაგეგმეს, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. "საყდრისის მცველები" 2014 წლის 12 დეკემბრის მინისტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბრძანებას აპროტესტებენ, რის საფუძველზეც "არემჯი გოლდმა" სამთო მოპოვებითი სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის #1 სალიცენზიო უბანზე განაახლა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს