"საქართველოში ცხენოსნობა, როგორც სპორტი გაჰქრა" - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტს

"საქართველოში ცხენოსნობა, როგორც სპორტი გაჰქრა" - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტს

ორი დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მის პატივსაცემად თურქმენული ჯიშის "ახალთექური" ცხენების წარმოდგენას დაესწრო. მარგველაშვილი თურქმენეთის საერთაშორისო საცხენოსნო სპორტულ კომპლექსსაც ეწვია და პირადად მოსინჯა შესაძლებლობები მხედარის ამპლუაში.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და წერს, რომ საქართველოში ცხენოსნობა, როგორც სპორტი გაქრა.

"კარგი იქნებოდა, რომ ჯირითობის გარდა პრეზიდენტი ზრუნავდეს იმაზე, რომ საქართველოში საერთოდ ცხენოსნობა, როგორც სპორტი გაჰქრა, რომ ცხენთა საშენიც პრაკტიკულად აღარაა (გარდა სამეგრელოში კერძო პირებთან), რომ ახალგაზრდას თუ უნდა ისწავლოს, ვერსად ვერ წავა.... და ეს გახდა ელიტალური ექსკლუზიური სიამოვნება რამდენიმე ადამიანისთვის, ვისაც შეუძლია ლისის ტბაზე თავისი ცხენი შეინახოს და იჯირითოს.... იმ დროს, როცა მთელი შუა აზია ჰიპოდრომებს აშენებდა და ანახლებდა ჩვენ ჩვენსას ვანდგურებდით, როგორც ბევრ სხვა რამეს.... ამას დროულად გამოსწორება სჭირდება!", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს