"სოზარ! იქნებ სხვა წონით კატეგორიაში გეცადა ბედი?" - ალექსი პეტრიაშვილი

"სოზარ! იქნებ სხვა წონით კატეგორიაში გეცადა ბედი?" - ალექსი პეტრიაშვილი

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი დავით ონოფრიშვილის შესახებ სოზარ სუბარის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სოზარ! იქნებ სხვა წონით კატეგორიაში გეცადა ბედი? ციფრები, ბიუჯეტი, დათო და შენ - რა ვიცი, რა ვიცი! და თუ გაწუხებთ მისი თავმჯდომარეობა, გადადგით ნაბიჯი, იმოქმედეთ! ნუ გეშინიათ! ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები", ყველაფრის მზად ვართ! თქვენ?", - წერს პეტრიაშვილი.

ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი არ უნდა იყოს.

ამის შესახებ სოზარ სუბარმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, დავით ონოფრიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, დევნილთა სამინისტროს თანხების ხარჯვის პრობლემა აქვს.

სუბარის თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება არის სიცრუის ტირაჟირება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს