"ტუჩდაბერილ "ბიზნესვუმენებს" რა დალევს ამ ქვეყანაში" - გოგი გვახარია ქართულ მედიას აკრიტიკებს

"ტუჩდაბერილ "ბიზნესვუმენებს" რა დალევს ამ ქვეყანაში" - გოგი გვახარია ქართულ მედიას აკრიტიკებს

კონომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში ქართულ მედიას აკრიტიკებს.

"მეზობელ ქვეყანაში ჟურნალისტების დევნას, მედიის დევნას სტალინიზმის ეპოქის სტილში, ჟურნალისტების შანტაჟს არა და არ გამოეხმაურა ქართული მედია. სამაგიეროდ ალიევის დაბდღე აღვნიშნეთ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში და გამოვუშვით ჟურნალ "ნარგიზის" (ალიევი-უმცროსის მეუღლის) ქართული ვერსია:) ტუჩდაბერილ "ბიზნესვუმენებს" რა დალევს ამ ქვეყანაში", - წერს გვახარია.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ამბობს, რომ მას, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, დაპატიმრება ემუქრება. ისმაილოვას ამ განცხადების ფონია ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველი აქტივისტების დევნა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთი სპროტესტო განცხადება მოჰყვა.

ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურში დილის პროგრამას უძღვება, პრეზიდენტ ილხამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესების შესახებ გამოქვეყნებული მრავალი მწვავე პუბლიკაციით არის ცნობილი. როგორც ხადიჯა ამბობს, მის წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და 3 ოქტომბერს სასამართლოშია გამოძახებული:

"გაფრთხილებული ვარ, რომ მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ დამაპატიმრებენ, რაც დაშინების ერთგვარი მეთოდია. დარწმუნებული ვარ, მათ სურთ ან არ დავბრუნდე აზერბაიჯანში, ანდა შევშინდე და აღარ ვილაპარაკო ხმამაღლა იმაზე, რაც აზერბაიჯანში ხდება. მათ უნდა შეიგნონ, რომ ამ მეთოდით ჩემთან ვერაფერს გახდებიან".

ხადიჯა ისმაილოვა მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და აქტივისტების იმ დევნის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს, რაც ბაქოში გაძლიერდა სწორედ მას შემდეგ, რაც მაისში აზერბაიჯანი ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭოს მორიგე თავმჯდომარე გახდა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, აზერბაიჯანში დაახლოებით 87 პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის 14 დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ბლოგერია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს