"ქუჩაში უცებ დამეწყო საშინელი შეტევა, ვიხრჩობოდი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი" - ვინ გადაარჩინა სიკვდილს ეკა კვალიაშვილი

"ქუჩაში უცებ დამეწყო საშინელი შეტევა, ვიხრჩობოდი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი" - ვინ გადაარჩინა სიკვდილს ეკა კვალიაშვილი

მომღერალი ეკა კვალიაშვილი გუშინ ქუჩაში ცუდად გახდა და რომ არა კეთილი ადამიანები, შეიძლებოდა ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო.

"დღეს, მართლა, პირველად შემეშინდა.... ლუკა გავიყვანე, თან მინდოდა აფთიაქში შევსულიყავი და ამიტომ, სახლის ტერიტორია დავტოვე და ქუჩაში გავედი, ნახევარი გზა გავიარე, და უცებ, დამეწყო საშინელი შეტევა, ვიხრჩობოდი, ნაბიჯს ვერ ვდგავდი , რადგან ოდნავი ენერგიის დახარჯვა და შეტევა მიძლიერდებოდა, არა, სიკვდილის არ შემშინებია, მერწმუნეთ, უბრალოდ, ბავშვთან ერთად ვიყავი... ქუჩაში... სადაც არც ერთ ადამიანს არ უკითხავს, ხომ არ დაგეხმაროთო.... შემეშინდა, რომ არ დავვარდნილიყავი და სული არ დამელია, ჩემი პატარა შვილიშვილი არ დამეტოვებინა, ასე უპატრონოდ, უცხო ადამიანებში. ბავშვის ეტლზე დაყრდნობილი, ხრიალით, მივედი იქვე, ჩემს ბედად, პატრული იყო გაჩერებული, და ვთხოვე დახმარება, მათ მიპატრონეს, გაახაროთ ღმერთმა, სახელიც ვერ ვკითხე, ჩამსვეს ტაქსში ბავშვსაც მიმიხედეს და გამომიშვეს სახლში, მეუბნებოდნენ, სასწრაფოს გამოვუძახებთო, მე უარი ვთქვი, ამის მერე გავიდა საკმაოდ ბევრი საათი.... და ახლა, დამიმშვიდდა შეტევა... სუნთქვა აღმიდგა.. მაგრამ, საშიმლად მტკივა თავი... ბარბარობის დღის მადლმა არ გამწირა, დარწმუნებული ვარ.... ადამიანებო, თუ დაინახავთ, ქუჩაში, ვინმეს უჭირს, ცუდადაა, კითხეთ, რითი დაგეხმაროო... იქნებ თქვენზეა დამოკიდებული ამ ადამიანის სიცოცხლე იმ კონკრეტულ წუთს.... სულ ეს იყო, მადლობა ღმერთს, გადავრჩი...

საშინლად მტკივა თავი...", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ ეკა კვალიაშვილი მძიმე ნეიროვირუსითაა დაავადებული, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს