"რომელ სხვა ქვეყანას გაუბედავდნენ ბრალდებული პოლიტიკური ფიგურის მიწვევას ასეთ საზეიმო სესიაზე" - სალომე ზურაბიშვილი

"რომელ სხვა ქვეყანას გაუბედავდნენ ბრალდებული პოლიტიკური ფიგურის მიწვევას ასეთ საზეიმო სესიაზე" - სალომე ზურაბიშვილი

დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რატიფიცირების პროცესს დაესწრნენ საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპის სახალხო პარტიამ მიიწვია.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.

"ევროპარლამენტი და ჩვენი ექს და ახალი პრეზიდენტები:

საინტერესოა, მთავრობამ რა ძალისხმევა მოიხმარა, რათა ეს მისთვის შეურაცხმყოფელი დაპატიჟება თავიდან აეცილებინა... რომელ სხვა ქვეყანას გაუბედავდნენ ბრალდებული პოლიტიკური ფიგურის მიწვევას ასეთ საზეიმო სესიაზე, თვით ქვეყნის თანხმობის გარეშე? თან პოლიტიკურ ოპონენტი და თან მიწვეული საპატიო სტატუსით და გამოსვლით??????... ამ შემთხვევაში - მთავრობის მაგივრად - დემონსტრაციულად პრეზიდენტს სწორედ არ გავუშვებდი.... რა უკუღმა იქცევიან და სადაც არ უნდა, იქ უშვებენ ? :))))", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს