როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. მოვლენას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:

"გილოცავთ ხალხო. უფრო ადრე, ვიდრე გვიან მავნებელი მთავრობის მოშორებასაც მოგილოცავთ".

ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"სანამ შესწორებებზე ვიმსჯელებთ, გვინდა მივესალმოთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს".

დეპუტატი მარიამ საჯაია ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას ტორტის გაჭრით შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილი,"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი:

"ვულოცავ საქართველოს დღევანდელ დღეს! ვულოცავ და მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა დღევანდელ წარმატებაში! განსაკუთრებული მადლობა დავით ზალკალიანს და პაპუნა ჯანელიძეს, ჩვენს მისიას ბრიუსელში ელჩის ნატა საბანაძის ხელმძღვანელობით! მადლობა უმაგრეს ევტოინტეგრატორებს და მოწამლულ ატლანტისტებს სახ. მინისტრის აპარატში მარიამ რაქვიაშვილის ხელმძღვანელობით! ვულოცავ მინისტრებს - ყოფილებს და მოქმედებს; ვულოცავ პრემიერ მინისტრებს - ყოფილებს და მოქმედს; ვულოცავ პარლამენტარებს - ყოფილებს და მოქმედებს; ვულოცავ პარლამენტის თავმჯდომარეებს - ყოფილებს და მოქმედს; ვულოცავ პრეზიდენტებს! წინ! ევროპისკენ!".

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

ფოტოს დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ ასეთი კომენტარი გაუკეთა:

"ასე არა! შრიფტიც ლურჯი უნდა იყოს, ევროკავშირის დროშის ვარსკვლავებიც და ერთიან ფონად ივანიშვილის სახე უნდა გამოსჭვიოდეს.

ხელმოწერის მეტი რამე მაინც გქონდეთ გაკეთებული".

იხილეთ: ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს