"წლის ღადავი" რომან გოცირიძისგან!

"წლის ღადავი" რომან გოცირიძისგან!

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში "წლის ღადავს" აქვეყნებს.

"წლის ღადავი!

გოგა ხაჩიძეს პარლამენტში კანონპროექტი შეუტანია. უპროცენტო კრედიტების შესახებ ქართული ოცნების დაპირებების შესასრულებლად. თურმე ამას სხვებიც მოჰყვება - შუქის და გაზის ტარიფების განახევრებაზე, არნახულ პენსიებზე და ასე შემდეგ.

გადადგამს თუ არა ქართული ოცნება საპასუხო ნაბიჯს. მოამზადებს თუ არა კანონპროექტს ნაციონალური მოძრაობის ცრუ დაპირებების ხორცშესასხმელად?

ვერა! იმიტომ კი არა, რომ იუმორში მოიკოჭლებენ.

ხაჩიძის ინიციატივა ჩავარდება. არ აქვთ საკმარისი ხმები, აი ოცნებისას კი ასპროცენტიანი დაკანონება ელოდება.

ამიტომ არის მმართველი ძალის პასუხიმგებლობა სხვა და ოპოზიციის სხვა. საპასუხო ხუმრობაშიც კი შეზღუდულნი არიან.

ხარისა და იუპიტერის ამბავია, ოღონდ შებრუნებულად: "ის რაც ეპატიება ხარს, არ ეპატიება იუპიტერს"!", - წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, უმცირესობამ პარლამენტის ბიუროში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც გრძელვადიან უპროცენტო კრედიტებს და პენსიების მატებას ეხება.

გოგა ხაჩიძის განმარტებით, კანონპროექტების განხილვა თებერვალში გაიმართება. ამ ინიციატივით "ნაციონალებმა" "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ შეახსენეს მათივე წინასაარჩევნო დანაპირები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს