”ნუ გაბოროტდებით” - გიორგი სუხიტაშვილი წინასაახალწლოდ კოლეგებს მიმართავს

”ნუ გაბოროტდებით” - გიორგი სუხიტაშვილი წინასაახალწლოდ კოლეგებს მიმართავს

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად კოლეგებს ურჩევს, ერთმანეთის ლანძღვა-გინებისგან თავი შეიკავონ.

"მოდის ახალი წელი და გააქტიურდა ჩემი კოლეგების მხრიდან ერთურთის ლანძღვა, ჭკუის დარიგება, განკითხვა და ა.შ.

არავის არ განვიკითხავ არავის არ ვარიგებ ჭკუას, ბევრი რამე არ მომწონდა და არ მომწონს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ეს არ მოწონება-მოწონება სწორია,უბრალოდ მე ასე ვთვლი შეიძლება ვცდები. მიმღერია ყველა ტიპის სცენაზე ყველა ტიპის მაყურებლის წინაშე, ხშირად ვთვლიდი, რომ ეს ის არ იყო, რაზეც ოცნება შეიძლებოდა, მაგრამ ეს ჩემი პროფესია, უარიც მითქვამს ბევრ რამეზე შეცდომებიც დამიშვია, თუ ვინმე დამიდანაშაულებია რამეში აუცილებლად მყარი არგუმენტიც მქონია. დღეს რა ხდება? ადამიანები უნიჭოს ან ვიღაცასთანს შეკრულს გეძაიან. არც ერთი ვარ და არც მეორე.

ყოფილა ახალი წლები, როდესაც არ მქონია კონცერტი, მაგრამ არავინ არ გამილანძღავს, ყოფილა ახალი წლები, როდესაც დედაქალაქშ არ მქონია კონცერტი, მაგრამ არავისთის არ მითქვამს, როგორ მაკადრეთ-თქო, არც მომსვლია თავში ეგ აზრი. ყოფილა კონცერტები, როდესაც ბევრს ჩემზე მეტი ჰონორარი აუღია, მაგრამ მე არ დამიწყია სხვისი საფულის თვალიერება. ბევრი დღესასწაული ყოფილა, როდესაც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი ყოფილა და მე არა...

ხან გორში მაქვს კონცერტი, ხან ზუგდიდში, ხან ქუთაისში, რა პრობლემაა, რითი არიან ჩემზე უკეთესები, ნიჭით? ხმით თუ ვერ ვიგებ? გვარიშვილობა და დაბადების ადგილია სტატუსი? თუ ვინ რა უბნელია?

ნუ გაბოროტდებით და არც შენზე არ გაბოროტდებიან. მართლა ბევრი რამე არ მაქვს, რაც მინდა ბევრი რამე მჭირდება, არც მცდელობა არ დამიკლია, არც დამზარებია, მაგრამ არ მაქვს ხდება ხოლმე იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სამაგიეროდ, მყავს ადამიანები გვერდთ, ვისთვისაც ღირს ცხოვრება. მაქვს საყვარელი საქმე, რაც ჩემთვის ჰობი არ არის.

რისი თქმა მინდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დღეებია მირეკავენ ჟურნალისტები ზოგი მწერს, მთხოვს აზრის დაფიქსირებას, მე აქ დავწერ და წაიღონ ეს ჩემი ნაწერი, ოღონდ სრული ვერსია...

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც სულ ვახსოვარ ქუჩის კონცერტის ორგანიზატორი იქნება ეს თუ კლუბის პიარმენეჯერი!

მოკლედ გისურვებთ მშვიდ დამდეგს, ხვავიანს ბარაქიანსა და შემოსავლიანს ...

p. s. ახალი წლის ღამეს ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, ვისაც სურს, რომ მომისმინოს, შეუძლია დამირეკოს, დავლაპარაკოთ, ბევრი დაგეგმილი ღონისძიება გამიუქმდა, მაგრამ ნახეთ რა ხალასი ვარ :)))))))", - წერს სუხიტაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ფრთხილად იყავით! ეს წუთია გამოყენებული მაშხალა აგვიფეთქდა სახლში, გადავრჩით" - რას წერს ბადრი ნაჭყებია "ფეისბუქზე"?

"ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება..." - ნიკოლოზ ბასილაშვილის ემოციური წერილი შვილს

"პოლიციელებისთვის უთქვამს, ახალი წლის არ მჯერაო " - რა სურვილი აუსრულეს სამართალდამცველებმა 15 წლის გიორგის?