"პირველი ევროპელები ლელა და მამულიჩა იყვნენ" - ვახტანგ რჩეულიშვილის იუმორისტული პოსტი

"პირველი ევროპელები ლელა და მამულიჩა იყვნენ" - ვახტანგ რჩეულიშვილის იუმორისტული პოსტი

ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი პროდუსერ კახი მამულაშვილსა (მამულიჩა) და მის მეუღლეს, მომღერალ ლელა წურწუმიას "პირველ ევროპელებს" უწოდებს და ამასთან დაკავშირებით სახალისო ამბავს  იხსენებს.

"პირველი ევროპელები: ჩვენ, ლელა და მამულიჩა!

ისე ევროსაბჭოში პირველი ოფიციალური ქართული დელეგეციის ხელმძღვანელობის პატივი მე მხვდა წილად ჯერ კიდევ 1992 წ, დეკემბერში. მაგრამ ამჯერად სხვა ამბავს გიყვებით: 1996 წ. მაიამ და რუსუდანმა გახსნეს რესტორანი "ევროპა"-პირველი ევროპული დონის რესტორანი საქართველოში. ყოველ საღამოს მღეროდა ლელა წურწუმია, უკრავდა უჩა კორძაიას ბენდი (პირველი ევროპელები აქაც მეგრელები აღმოჩნდნენ!). დირქტორი კი თავად მამულიჩა ოყო. ერთხელაც ბელორუსიელი კოლეგა ვიცე სპიკერი მივიყვანე რესტორანში და მამულიჩამ თავი გაიგიჟა ისეთი ლამაზი სუფრა დაგვახვედრა. თან თავაზიანად შეგვეკითხა, სტუმრისათვის ჩვენი პატივისცემა რომ ეგრძნობინებინა: კიდევ რამეს ხომ არ ინებებთო? ერთი სიგარეტი მომიტანონო - თხოვა პარტიაში ჩემმა მოადგილემ თემურ გამცემლიძემ. რომელს ინებებთ ბატონო თემურო? - ასევე თავაზიანად იკითხა მაულიჩამ. "ვიგეროუსო" - მიუგო თემურიმ. "შეჩემა რა "ვიგეროუო"- უკვე ჩვეულებრივი "როჟით" შეხედა მამულიჩამ - "ევროპაში" ხარ, "ალაზანში" ხომ არ გგონია თავიო!", - წერს რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს