"თავდაცვის მინისტრი კი არა მთხლეი ხარ!" - პროტესტი თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე

 "თავდაცვის მინისტრი კი არა მთხლეი ხარ!" - პროტესტი თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე

თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

სამინისტროს განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები სამინისტროს ბოდიშის მოხდას სთახოვს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: სამარცხვინოა ეს განცხადება! თავმოყვარე ერი ამ კაცს ერთი დღე არ დატოვებდა პოსტზე!

არჩილ გამზარდია: "ვთხოვდი ხელისუფლებას, მეტი გონიერება გამოიჩინოს ამა თუ იმ განცხადების გამკეთებელი სუბიექტის შერჩევასა და განცხადების შინაარსში, რამდენადაც ნებისმიერი განცხადება ურტყამს როგორც თავად სამინისტროს, ასევე მთლიანობაში ქვეყნის იმიჯს."

ირმა ნადირაშვილი: "თავდაცვის მინისტრი მოღალატე და გარეწარია.

დარწმუნებული ვარ, ვლადიმერ პუტინიც ზუსტად ასეთ განცხადებას გააკეთებდა".

ალექსი პეტრიაშვილი: "სამარცხვინო განცხადება! სიტყვებიც არ მყოფნის! რას აკეთებთ, რას? ჩრდილოეთ კორეას დაემგვანებით ეგრე! დაემგვანებით და გადაასწრებთ! სხვას ვებრძოდით ჯარის პოლიტიზებაზე! უარესს სჩადიხართ? გამოფხიზლდით! ერთი დღით ნუ ცხოვრობთ! შვილების წინაშე შეგრცხვებათ!"

გოგა ხაჩიძე: "ილარიონი აუცილებლად იტყოდა: "თავდაცვის მინისტრი კი არა მთხლეი ხარ!"

დავით ზურაბიშვილი: "სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა!

P. S. ჩათვალეთ, რომ უკიდურესად ლოიალური და კორექტული ვარ".

ალეკო ელისაშვილი: "თავზე უნდა გადაახიო ეს განცხადება ავტორსაც და გამავრცლებელსაც. სამინისტროა თუ დუქანი, როგორ შეიძლება ასეთი რამის დაწერა? "

იხილეთ: თავდაცვის სამინისტროს განცხადება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს