"ვეკუების ოჯახს, სადაც 7 ბავშვი უდედოდ იზრდება, დევნილთა სამინისტრო სახლს შეუძენს"

"ვეკუების ოჯახს, სადაც 7 ბავშვი უდედოდ იზრდება, დევნილთა სამინისტრო სახლს შეუძენს"

გუშინ "იმედის კვირაში" შიო მღვიმეში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ სიუჟეტი გავიდა. რუსლან ვეკუა მეუღლის სიმსივნით გარდაცვალების შემდეგ 7 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. დედის როლი რუსლან ვეკუას უფროსმა, 11 წლის ქალიშვილმა იტვირთა. გოგონა მამას საოჯახო საქმეებში ეხმარება.

ოჯახის მამა უმუშევარია, შემწეობის სახით მიღებული თანხა კი ბავშვებს არაფერში ჰყოფნით. მათი საცხოვრებელი უმძიმეს მდგომარეობაშია - ბავშვებს ელემენტარული პირობები არ აქვთ.

საბედნიეროდ, გადაცემამ ამ ოჯახისთვის სასიხარულო შედეგი გამოიღო. მათ დევნილთა სამინისტრო სახლის შეძენას დაპირდა. ამის შესახებ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

"როგორ მიყვარს "იმედის კვირა"... ჯერ არც ერთი გადაცემა არ გასულა ეთერში შედეგის გარეშე... მორიგი სიხარული, რაც ეთერიდან წამომყვა და რაც გადაცემის მსვლელობისას გახდა ცნობილი - ვეკუების ოჯახს, სადაც შვიდი ბავშვი უდედოდ იზრდება, დევნილთა სამინისტრო სახლს შეუძენს... "წითელი ჯვარი" მზადაა გაურემონტოს საცხოვრებელი.... მიყვარს და მაბედნიერებს ეს გადაცემა და კეთილი ადამიანები... უღრმესი მადლობა ყველას... დევნილთა სამინისტროს.... სოზარ სუბარი არ მყავს მეგობრებში და იქნებ მომითაგოთ - ღიად ვუხდი გრანდიოზულ მადლობას ამ კეთილი საქმისთვის..." - წერს გრიგოლია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს