"მაესტრო" წაიღეს, ტელევიზიაა, კონსერვებს კი არ უშვებს" - ხიდაშელი "მაესტროზე"

"მაესტრო" წაიღეს, ტელევიზიაა, კონსერვებს კი არ უშვებს" - ხიდაშელი "მაესტროზე"

დეპუტატი თინა ხიდაშელი "მაესტროზე" გამოცხადებულ რეორგანიზაციას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.

"და ვფიქრობ მაესტროზე.

იცით თავის დროზე ასე დავთმეთ რუსთავი 2. მაყურებელმა, გულშემატკივარმა, მისთვის მებრძოლებმა. მერე იმედი. ეხლა როგორც ჩანს მაესტრო წაიღეს და რამე არ შეგვიძლია გავაკეთოთ? მერე რა რომ კერძოა. ტელევიზიაა, კონსერვებს კი არ უშვებს. საჯარო სივრცეა, ჩვენი ყველასია, მე ადრე დავწერე მაესტრო ჩემი ტელევიზაა-თქო და ეხლაც ასე მგონია და მისი გადარჩენისთვის ბრძოლა მინდა. ოღონდ სიმართლე უნდა ვიცოდეთ და მაესტროს ერთგული მაყურებელი ამ სიმართლეს იმსახურებს. ამიტომ ისე ნუ გაატარებთ, განცხადება დავწერე და წავედიო, მოგვიყევით სიმართლე," - წერს თინა ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს