"როცა 98%-ს ეცოდინება მიხა ხელაშვილი, მაშინ გვეშველება" - ვის უხდის მადლობას ია ფარულავა

"როცა 98%-ს ეცოდინება მიხა ხელაშვილი, მაშინ გვეშველება" - ვის უხდის მადლობას ია ფარულავა

გუშინ "ნიჭიერის" მესამე ნახევარფინალი გაიმართა. პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანათა ბებომ აკორდეონზე დაუკრა და ლექსზე "ლექსო ამოგთქომ ოხერო" შექმნილი სიმღერა იმღერა. ლექსის ავტორი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, 1924 წელს მოკლული პოეტი მიხა ხელაშვილია, თუმცა ეს ამბავი ბევრმა ქართველმა არ იცის და ნახსენები ლექსი, ისევე, როგორც "ბინდისფერია სოფელი", ხალხური ჰგონია.

"ნიჭიერის" ჟიურის წევრი ია ფარულავა სოციალურ ქსელში მაია გურაბანიძის პოსტს იზიარებს, რომელშიც სწორედ ამ თემაზეა საუბარი და პოსტის ავტორს დიდ მადლობას უხდის.

"არ ვიცოდი, დიდი მადლობა <3"

"მაია გურაბანიძე:

გვეშველება რამე! გაისმის ხშირად საქართველოში რიტორიკული კითხვა, რომელსაც უთქმელად პასუხობენ ასევე რიტორიკულად, როგორც შეკითხვას შეესაბამება - არაფერი. მაგალითისათვის გუშინ საღამოს ნიჭიერში სანათა ბებო მღეროდა და გარმონს წელავდა ასეთ ლექსზე "ლექსო ამოგთქომ ოხერო"; - ეს სიმღერა საქართველოში ბევრმა იცის, მაგრამ ამ ლექსის ავტორის ვინაობა 1% თუ ეცოდინება, ნუ 2%. ამაზე მიანიშნებდა წამყვანის ჟიურის და დარბაზის რეაქცია. (მომიტევეთ, შეიძლება ვცდები ვინც იცოდა,ყოველ შემთხვევაში ეს განათლება გაუნათლებლობის კავშირში არ არის). ეს ლექსი რომელზეც ყველა ასე აღფრთოვანდა ეკუთვნის მიხა ხელაშვილს. ამ ახალგაზრდა კაცის სახელს წლების მანძილზე საბჭოთა ცენზურა საგულდაგულოდ მალავდა და მის ლექსებს ხალხურს აწერდა.(მთლიანად გაქრობას ვერ ახერხებდა. ეს შედევრები ხალხში გავრცელებული იყო) ჩვენ ხომ არც სკოლაში, არც ინსტიტუტებში ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ისტორია არასდროს გვისწავლია, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპაციის წლები. 1900 წელს დაბადებული ტყეში გასვლამდე დიაკვანი, პოეტი-1925 წელს მოკლეს ღალატით, ჩეკას მიერ მოსყიდულმა ორმა მეგობარმა ხელაშვილს კეფაში სამი ტყვია დაახალა. მილიციამ გვამი მარხილით დუშეთში ჩაიტანა და მოედანზე დააგდო ყველას რომ ენახა ხალხში ლეგენდად ქცეული მიხა ხელაშვილის ცხედარი, როგორც გაფრთხილება თუ როგორ მოექცეოდნენ რეჟიმის მტრებს. რამდენიმე დღეში მისმა დამ სალომემ და რამდენიმე ადამიანმა ღამით მოიპარეს ცხედარი , თავიანთ სოფელში ახადში აიტანეს და ჩუმად დაფლეს დედის გვერდით საფლავზე უწარწეროდ. 1924 წლის აჯანყების შემდეგ ქაქუცა იძულებული იყო უცხოეთში გადახვეწილიყო. მიხას სთხოვდა თან გაყოლოდა ( ვაჟაცობის გარდა ქაქუცა მის პოეტურ ნიჭს აღიარებდა და გენიალურს უწოდებდა) მიხა არ წაჰყვა, აქ შევინახავ თავს არ დავიკარგებიო. მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც არ ენახა და საყვარელი ცოლი, თამარი ეგულებოდა. მთელი იმდროინდელი რეჟიმი ვერაფერს უხერხებდა. მიხა როგორც ჩანს ბიბლიური დავითივით ძალიან მოხერხებული და გონიერი იყო. აკი გითხარით ბოლოს მისი საუკეთესო მეგობრების ხელით იქნა მოკლული. სანამ ორ ან სამ პროცენტს კი არა, 98% ეცოდინება მიხა ხელაშვილი, მაშინ გვეშველება.

P.S. გლობალიზაციის ეპოქაში, ჩემი აზრით, აუცილებელი არ არის სადაც დაიბადები იმ ადგილას იყო მიჯაჭვული, მაგრამ შენი სამშობლო ისაა, სადაც შენი წინაპრების საფლავებია, შენი სამშობლო შენშია, მისი ისტორიისა და გმირების ღირსეულ დაფასებაში".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს