პოლიციას ვთხოვ, ჩემი განცხადება "ჩამოწეროს" - ლალი მოროშკინა

პოლიციას ვთხოვ, ჩემი განცხადება "ჩამოწეროს" - ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა ორი დღის წინ სოციალურ ქსელში წერდა, რომ საქველმოქმედო ღონისძიების მიმდინარეობისას შეატყობინეს, მისი შვილის საავადმყოფოში მოთავსების შესახებ.

"მე ღონისძიება მქონდა თბილისი მოლში, როცა ამ ნომრიდან 598281516 დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილი სანდრო უმძიმეს მდგომარეობაშია რესპუბლიკურში!!!

წარმოგიდგენიათ რა მომივიდოდა? მე ასეთი სიტუაცია სანდროსთან მიმართებაში გადატანილი მაქვს და მაშინ ჩემი შვილი სიკვდილს გამოვგლიჯეთ!!!" - წერდა მოროშკინა.

ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. რამდენიმე წუთის წინ კი შეტყობინების ავტორიც გაირკვა.

რამდენიმე წუთის წინ კი ყველაფერს ფარდა აეხადა და სიმართლე

"ამ წუთას დამირეკა ბოდიშებით იმ ყმაწვილმა ვინც 2 დღის წინ ბოროტად იხუმრა ტელეფონზე,ჩემი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დარეკა მამამისმაც და მანაც მომიბოდიშა.

ჩემი "ტერორისტი"13 წლის აღმოჩნდა და ასე "იხუმრა"მეგობრებთან ერთად.

დიდი მადლობა მამამისს ბატონ გიორგის და თავადაც ყმაწვილს.

მე კი ძალიან მანერვიულა, მაგრა მობოდიშება მხოლოდ ვაჟკაცებს შეუძლიათ!

მე ვაპატიე...

პოლიციას ვთხოვ ჩემი განცხადება "ჩამოწეროს", - წერს მოროშკინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს