"თქვენი ფაღარათი ჩემი ბრალი არაა!" - ნათია ფანჯიკიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადების სკანდალზე ბრალდებას პასუხობს

"თქვენი ფაღარათი ჩემი ბრალი არაა!" - ნათია ფანჯიკიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადების სკანდალზე ბრალდებას პასუხობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე კოალიცია "უფლებადამცველის" წევრის, მამუკა ტუსკაძის ბრალდებას პასუხობს, რომელიც გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნდა.

"არ ვიცი, ვისი შეკვეთილი და გავრცელებულია ეს. ნუთუ მთავრობის? ასე უხერხულ დღეში აგდებენ მინისტრს, რომ ის არაფერს წარმოადგენს და მე "მიჭირავს" ჯარი და საერთოდაც ფერადი კარდინალი ვარ? და ირიბად თავისებურად ზრდიან ჩემს მნიშვნელოვნებას? მიზანი?

მათაც "ნაციონალებივით" დაიწყეს ხალხის საბოლოოდ სულელად მოაზრება და მსგავს აბსურდის ენაზე ლაპარაკი?

ან, მითიური ნათესავის თავნება წერილი ორი დღე ამაყად ედოთ ოფიციალურ გვერდზე და თანაც მერყეობების მერე დასკვნის სახით გამოაცხადეს, რომ სრულ თანხმობაში არიან ამ განცხადებასთან (?!).

ბოლო აბზაცი ფსიქოანალიზის ენაზე მთლად არაცნობიერიდან ამომხტარ შიშს გავს, რაზეც მინდოდა მეცინა და მეპასუხა - "ბატონებო, რომლებიც ხართ ფრონტის მოპირდაპირე ხაზზე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თქვენი ფაღარათი ჩემი ბრალია არაა!", - წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

კოალიცია "უფლებადამცველის" განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში ექსმინისტრ ირაკლი ალასანიასა და "ნაციონალური მოძრაობის" კადრები საბოტაჟს აწყობენ. კოალიციის წევრის, მამუკა ტუსკაძის განცხადებით, ამ საბოტაჟის შემადგენელი ნაწილი იყო თავდაცვის სამინისტროს სახელით უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლთან დაკავშირებული განცხადებაც.

ირაკლი ალასანიას ცოლის, ნათია ფანჯიკიძის ნათესავი მუშაობს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში და მან გაავრცელა ეს განცხადება სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს