"ვინც მეტყვის, რომ ივანიშვილი და მისი "შპანა" პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს, არის ბრიყვი" - ჩერგოლეიშვილი

"ვინც მეტყვის, რომ ივანიშვილი და მისი "შპანა" პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს, არის ბრიყვი" - ჩერგოლეიშვილი

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი პუტინის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ირაკლი ეკითხება, არის თუ არა პუტინი უკრაინის და საქართველოს საერთო მტერი - კი ან არა მიპასუხეთ.

პრემიერი პასუხობს - საქართველოს მტერი არის მიხეილ სააკაშვილი.

ვინც მეტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი "შპანა" აქ და ახლა, როდესაც თითქმის მთელი ცივილიზებული მსოფლიო პუტინთან დაპირისპირებულია, პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს, არის ბრიყვი.

***

დავით ზურაბიშვილი "ფორმაშია" - ასე "აპრავებს"

"კითხვა, არის თუ არა პუტინი მტერი, არის სულელური კითხვა, იმიტომ, რომ რაოდენ დაუძინებელი მტერიც არ უნდა იყოს, ამ სიტყვებით რუსეთის პრემიერს არცერთი ქვეყნის მთავრობის მეთაური არ იხსენიებს. პოროშენკოც კი არ იტყვის სიტყვა "მტერს". ეს არის იმდენად ელემენტარული, რომ უხერხულიცაა ამაზე სერიოზულად მსჯელობა".

ჩვენს პოლიტიკოსებს დილაობით საერთაშორისო პრესის კითხვა რომ მიუსაჯო ერთი საათის განმავლობაში, შეიძლება ასეთ სასაცილო მდგომარეობაში თავი არ ჩაიგდონ.

ლიტვის პრეზიდენტი პუტინს ჰიტლერს ადარებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

იხილეთ ასევე: შელაპარაკება ღარიბაშვილსა და ჟურნალისტს შორის: "თქვენ მოსახლეობის არჩევანს ეჭვქვეშ აყენებთ და შეურაცხყოფთ"

რას პასუხობს ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა პუტინი უკრაინისა და საქართველოს მტერი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს