"ის საქართველოს ისტორიის დიდი და საამაყო ფურცელია" - რას იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი ნანი ბრეგვაძის შესახებ

"ის საქართველოს ისტორიის დიდი და საამაყო ფურცელია" - რას იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი ნანი ბრეგვაძის შესახებ

გუშინ ფილარმონიაში ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეს მიეძღვნა. მომღერალს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი.

"1996 წელს ფილარმონიაში ნანი ბრეგვაძის ბენეფის-კონცერტზე დარბაზში მოვხვდი, 16 წლის ვიყავი, ვუცქერდი და ვუსმენდი ჩემს ძვირფას მომღრალს, დიდ ხელოვანს, მის განუყრელ მედეა გონგლიაშვილთან და ჯანსუღ კახიძესთან ერთად და ჩემთვის გულში ვოცნებობდი მასთან ერთად მუზიცირებას, სცენაზე დგომას... დღეს კი უკვე ნანის მესამე სოლო კონცერტს ვუძღვებოდი სცენაზე... და არ მტოვებდა სწორედ იმ წუთებზე ფიქრი, როდესაც დღევანდელი დღე მხოლოდ დიდი სურვილი და ნატვრა იყო ჩემთვის... მეგობრობა და თანამშრომლობა იმ ადამიანთან, ვინც არჩილ კერესელიძის, რეზო ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის და კიდევ არაერთი დიდი კომპოზიტორის შთაგონება იყო მაგრძნობინებს, რომ მეც ერთგვარი შთამომავალი ვარ ჩემი ძვირფასი კუმირების ქართულ მუსიკაში... ნანი ბრეგვაძე საქართველოს ისტორიის დიდი და საამაყო ფურცელია და ბედნიერი ვარ, რომ მეც მასთან ერთად ამ ისტორიის ნაწილი გავხდი... მადლობა ღმერთს ამისათვის... და კიდევ რამდენი რამისთვის... მე მიყვარს თითოეული ნოტი, თითოეული ბგერა, რომელიც ამ საღამოს დარბაზში ჟღერდა... მით უფრო, რომ ახლებურად აჟღერებული ძველი მელოდიები ჩემი შვილები არიან... ხოდა მშობლიური გრძნობა მაქვს... ძალიან თბილი...", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

გუშინ ნანი ბრეგვაძის სასცენო მოღვაწეობის პერიოდები მისმა ქალიშვილმა ეკა მამალაძემ და შვილიშვილმა ნატალია ქუთათელაძემ თეატრალიზებული საღამოს სცენაზე გააცოცხლეს.

საუკუნის კონცერტად წოდებულ საღამოზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს