"პატრიარქი აზროვნებით და მოღვაწეობით, ძალიან შორს არის იმ ბნელი მღვდლებისგან, რომლებიც საზოგადოებას ასე აღიზიანებენ"

"პატრიარქი აზროვნებით და მოღვაწეობით, ძალიან შორს არის იმ ბნელი მღვდლებისგან, რომლებიც საზოგადოებას ასე აღიზიანებენ"

სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქს პოსტს უძღვნის.

"გუშინ ჩვენი პატრიარქი 82 წლის გახდა და ამ ადამიანზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა:

რა თქმა უნდა, საპატრიარქოში, ისევე როგორც სამღვრდელოებაში, უამრავი პრობლემაა. არის ძალიან ბევრი სასულიერო პირი, რომელიც სიბნელეს ქადაგებს, ან მხოლოდ თავის პირად ინტერესზე ზრუნავს. სისტემა ცუდად მუშაობს და მრევლის დიდი ნაწილი, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს მოიცავს, ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან ნამდვილად შორს არის. ჩემი მოკრძალებული აზრით, ამის მიზეზი ერთი რამ არის: როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეკლესიის მთავარი მიზანი გახდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ქრისტიანობისკენ მობრუნება. აქცენტი გაკეთდა რაოდენობაზე, არა ხარისხზე და ეს იყო პატრიარქის მთავარი შეცდომა.

მღვრდლებად აკურთხეს ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც შორს იყვნენ სულიერი სიწმინდისგან და ისინი ამხელა პასუხისმგებლობისთვის მზად საერთოდ არ იყვნენ. ამ ყველაფერმა წლების შემდეგ თავისი შედეგი გამოიღო. ზოგმა თავის პირად ინტერესებზე დაიწყო ფიქრი, ზოგიც კი უბრალოდ გაუნათლებელი იყო. საბოლოოდ ეს ხალხი მომრავლდა, გაჩნდა უამრავი "სასტავი," დაჯგუფება და ყველამ თავისი "მრევლი" შეიძინა, რომლებიც დღეს ბანდ-ფორმიერებებს უფრო გვანან ვიდრე სინანულით სავსე ადამიანებს. ეს ხალხი იმდენად გამრავლდა, რომ ასაკში მყოფი პატრიარქისთვის უკვე შეუძლებელი გახდა მათი კონტროლი.

რაც შეეხება პატრიარქის პიროვნებას, იგი, ჩემი აზრით, თავისი აზროვნებით და მოღვაწეობით, ძალიან შორს არის იმ ბნელი მღვრდლებისგან, რომლებიც საზოგადოებას ასე აღიზიანებენ. ერთხელ ვნახე პატრიარქის ინტერვიუ, სადაც იგი თავის ბავშოვაზე საუბრობდა და ამბობდა, თუ როგორ გაიტაცეს იგი ლეკებმა. არავინ იცოდა რა მოხდებოდა, როდესაც ღამე, ერთ-ერთმა ლეკმა ჩვენი პატრიარქი და მისი ძმა ტყვეობიდან იხსნა და გაქცევის საშუალება მისცა. ილია მეორე ინტერვიუში აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ ეს ადამიანები მუსულმანები იყნენ და რომ არა ეს მუსულმანები, იგი მართლმადიდებლური საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ვეღარ გახდებოდა. ამ ინტერვიუს გახსენებით იმის თქმა მინდა, რომ ილია მეროე არის გონებაგახსნილი, სიყვარულის მქადაგებელი ადამაინი, რომელიც ძალიან ასაკში შევიდა და სადავეები ხელთ მისმა გარემოცვამ ჩაიგდო. ამ გარემოცვის ასეთი მომრავლება და მათი მენტალური მდგომარეობა კი, ჩემი აზრით, მართლაც პატრიარქის შეცდომაა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, თავის დროზე აქცენტის რაოდენობაზე და არა ხარისხზე გაკეთების გამო.

როდესაც პატრიარქზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის დრო და ეპოქა, რომელშიც ამ ადამიანმა იმოღვაწევა. საბჭოთა კავშირი იყო საყოველთაო ათეიზმის და უღმერთობის ეპოქა. ეკლესიაში შესვლა იკრძალებოდა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ყველაფერი თავიდან იყო გასაკეთებელი. ჩემს გარშემო კი უამრავი უფროსი თაობის ადამიანია, რომლებიც მხოლოდ პატრიარქის პრივონების გამო მობრუნდნენ ეკლესიისკენ და ჭეშმარიტად ქრისტიანულად ცხოვრება დაიწყეს. პატრიარქის პიროვნებამ უამრავი ადამაინი ქრისტიანობისკენ მოაბრუნა და ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა. დარწმუნებული ვარ დღეს საპატრიარქოში რა პრობლემებიც არის, ილია მეროეს გარდაცვალების შემდეგ ეს პრობლემები კი არ გაქრება, არამედ გაათმაგდება", - წერს ზურაბიშვილი.

სკანდალური სტატუსი ლევან კობიაშვილზე, რომელზეც თორნიკე ოქრიაშვილი განმარტებას ავრცელებს - "ძალიან ვწუხვარ..."

"ვერ მოვიწონებ გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ.. ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა" - შოთა არველაძე ერთა ლიგის წაგებულ ფინალს ეხმიანება

"ამ ეტაპზე ერთადერთი შეგვიძლია, ხალხი გარეთ დავტოვოთ და ბლატებით სტადიონზე მოვხვდეთ" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ფეხბურთელების გუშინდელ მარცხს "ფეისუქზე"