გაიცანით ქართული ოცნების "გიგა ბოკერია", ასეთი რამ არსად მინახავს - თამარ ჩერგოლეიშვილი

გაიცანით ქართული ოცნების "გიგა ბოკერია", ასეთი რამ არსად მინახავს - თამარ ჩერგოლეიშვილი

გიგა ბოკერიას მეუღლე, ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე X PAUCI Eastern Policy Forum-ზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, კახა კოხრეიძის გამოსვლის ამსახველ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს და წერს, რომ "ასეთი რამ ჯერ არ უნახავს".

"გაიცანით ქართული ოცნების "გიგა" - გიგა გამოვიდა სიტყვით ამ კონფერენციაზე და ბ-ნი კოხრეიძე, ქართული ოცნების საგარეო მდივანი, მას პასუხობს.

კონფერენცია მიმდინარეობს ვარშავაში. საუბარია რუსეთის რევიზიონისტულ პოლიტიკაზე, რეგიონალურ საფრთხეებზე და ა. შ.

რამდენ კონფერენციას დავსწრებივარ, ასეთი რამ არსად მინახავს.

ბოლოს პანელის თავმჯდომარე თავზე ახურავს ამ ბატონს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"სირცხვილი და თავის მოჭრა" უწოდა კოხრეიძის გამოსვლას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ.

ცნობისთვის, 2013 წლის იანვრიდან აგვისტომდე კახა კოხრეიძე იყო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრი. 2013 წლის სექტემბრის თვიდან, კახა კოხრეიძე დაინიშნა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტად.

იხილეთ ვიდეო: "ოცნების" დაბნეული წარმომადგენელი და "ნაციონალების" ცინიკური კომენტარები მის გამოსვლაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს