"კარიკატურისტო შარლებო, რა სიღრმეზე გაქვთ შიგ" - ბესო ზანგური

"კარიკატურისტო შარლებო, რა სიღრმეზე გაქვთ შიგ" - ბესო ზანგური

მსახიობი ბესო ზანგური "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ღრმად მორწმუნეებსა" და "კარიკატურისტ შარლებს" აკრიტიკებს.

"ოჰ როგორ მინდა დავწერო თქვენზე ღრმად მორწმუნენო და როგორ მინდა აგიხსნათ, კარიკატურისტო შარლებო, რა სიღრმეზე გაქვთ შიგ, მაგრამ მეზარება უაზრობის წერა.... ან კი რა აზრი აქვს წერას, როცა ქვეყანას ილია გაგვიცოცხლდა ვაჭარაძის სახით.... ერთ წყვლინტიან მიხეილს გადავყევით და ვერ ვივიწყებთ... ქუჩებში ბოროტებამ ამოხეთქა და მოირწყა ქალაქის სასუნთქი საფეხურები ახალგაზრდა ბიჭების სისხლით... სახლში დაბრუნებულნი დანაგახსნილი რამდენჯერ შევსულვართ, რომ ვინმე ბაჭიამ ზურგში არ ჩაგვცეს ღვარძლიან თესლში ამოვლებული გულნაფიქრი... დიდი ხანია ქარის წისქვილებმა თავი მოიკლეს საქართველოში...

ბედნიერებას შვილებში ვხედავ და მეშინია სად იზრდებიან... სიძულვილია გამეფებული და საძაგელი უნდობლობა დენთის სუნივით ტრიალებს ჰაერში... მუზა ჩამეფერფლა და ჩვენი ცხოვრებაც იაპონურ მამლაყინწების ჩხუბს დაემსგავსა... არასოდეს შემშინებია სიცრუის მანქანის, მაგრამ მეშინია ამ მანქანად მე არ ვიქცე!!! მე დავიბადე რომ სხვა დავბადო... ნუ დამაბედებ ღმერთო მე უბედობას... მეც და ჩემს ოჯახს და მთელს ქვეყანას... აი ასე მომინდა დაგლოცოთ!!! გკოცნით... გეხვევით... სულ ესაა!", - წერს ბესო ზანგური.

იხილეთ ასევე: რა მოხდებოდა, ქართველი წმინდანების შეურაცხმყოფელი კარიკატურები რომ გამოქვეყნებულიყო - ცნობილები რელიგიასა და სიტყვის თავისუფლებაზე

"რუსთაველის თეატრი, იმედია რეაგირებას მოახდენთ და ზანგურისთვის ხალხს ტაშს არ დააკვრევინებთ!" - რას წერს ლიკა ევგენიძე

"სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ" - ბესო ზანგურს კიდევ ერთ ძალადობაში ამხელენ

"ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული სასახლე" - ბესო ზანგური თამთა ინაშვილს პასუხობს და წერს, რომ დაწყებული კამპანია სტურუას წინააღმდეგაა მიმართული