"ნიჭიერის" გამარჯვებული სააკაშვილის აგენტად გამოაცხადეს"

"ნიჭიერის" გამარჯვებული სააკაშვილის აგენტად გამოაცხადეს"

სოციალურ ქსელში მეგა-შოუ "ნიჭიერის" გამარჯვებულის თემო არაბიძისა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი ფოტო ვრცელდება. ფოტოს არაერთი ნეგატიური შინაარსის კომენტარი ახლავს. ზოგიერთი ინტერნეტ-მომხმარებელი წერს, რომ თემომ პროექტში ყოფილ პრეზიდენტთან სიახლოვის წყალობით გაიმარჯვა. ამ ამბავს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი ეხმაურება.

"ნიჭიერის" გამარჯვებული და მაიას "რჩეული" სააკაშვილის აგენტად გამოაცხადეს!

არჩევნების წინ მტრის სახის შექმნა მთელს მსოფლიოში ყველაზე მიღებული პოლიტიკური მეთოდია. სააკაშვილმა შევარდნაძისაგან შექმნა, ივანიშვილმა- სააკაშვილისაგან და ეხლა კი ივანიშვილის ჯერი დგება. მაგრამ მტრის სახე ყოველთვის ცალმხრივია და არასოდეს ასახავს სრულად რეალურ ადამიანს. რაც უნდა ძულდეთ ზოგიერთს შევარდნაძე და სააკაშვილი, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი და აღიარებული პოლიტიკოსები არიან. მსოფლიოში აღიარებულები!

მათი მმართველობის ბოლო წლებში ორივე არ უყვარდა ხალხს - ეს უდავოა. მაგრამ რა, ივანიშვილზე გიჟდებიან დღეს? ემოციები არჩევნებისათვის შემოვინახოთ, მანამდე კი პოლიტიკოსებმა ლანძღონ ერთმანეთი - ეს ჩვეული ამბავია, ჩვენ კი ერთმანეთს ამოუდგეთ გვერდში!

თქვენ იცით, რომ მაია დღედაღამ "ცენტრ-პოინტის" ვალების ამოღებასა და გასტუმრებაზე ფიქრობს, მაგრამ როგორც ყოველთვის, ქველმოქმედებისაგანაც ვერ იკავებს თავს. უნდოდა ამ ინვალიდი ბიჭისათვის და ყრუ-მუნჯი კონკურსანტებისათვის საგანგებო პრიზების გადაცემა. ჯერ კიდევ მანამ "ნიჭიერის" შედეგები შეჯამდებოდა. დარეკა კიდეც "რუსთავი 2"-ში , თავიდან დიდი სიხარულით დათანხმდნენ, მერე კი უარი თქვეს "ნიჭიერის" სპონსორ დეველოპერულ კომპანიასთან დადებული კონტრაქტის გამო, რომლითაც სხვა დეველოპერისაგან პრიზი არ უნდა გაცემულიყო. ასეთია ცხოვრების წესი - ყველაზე კარგ სურვილსაც, ყველა კეთილ საქმესაც უამრავი დაბრკოლება ხვდება და ზარალდებიან უდანაშაულო ადამიანი - თუნდაც ეს საოცარი წყვილი კოკა და ნინო. მაგრამ სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს!", - წერს რჩეულიშვილი.

13 იანვარს "რუსთავი 2"-ზე "ნიჭიერის" ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ შოუში 12-მა ფინალისტმა მიიღო მონაწილეობა. შოუს ორგანიზატორების ინფორმაციით, ფინალში მაყურებლის რეკორდულმა რაოდენობამ დარეკა - სულ შევიდა 195 271 ზარი!

ხმების 33,2%-ით, შოუს მეხუთე სეზონის გამარჯვებულები გახდნენ თემო და ქეთი!

იხილეთ ასევე: "ნიჭიერის" გამარჯვებულები გახდნენ ქეთი და თემო

იხილეთ ვიდეო: თემოს და ქეთის არანორმალურად ემოციური ცეკვა ფინალში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს