ბოკერია, თარგამაძე, გაბაშვილი და სხვები სტუდენტებს აიარაღებდნენ საომრად - სანდრო ბრეგაძე 90-იანებს იხსენებს

ბოკერია, თარგამაძე, გაბაშვილი და სხვები სტუდენტებს აიარაღებდნენ საომრად - სანდრო ბრეგაძე 90-იანებს იხსენებს

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისს იხსენებს.

"ახალგაზრდობიდან ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. 19 წლის ვარ, 1991 წლის დეკემბრის დასაწყისია. კიტოვანი თბილისის ზღვაზეა, პუტჩისტები ყოველდღე მიტინგს მართავენ და მთავრობის სახლისკენ მოიწევენ. რუსთაველზე უკვე გამოჩნდნენ წვერმოშვებული ბანდიტები, რომლებიც ავტომატებით არიან შეიარაღებულნი,  ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი და სხვები უნივერსიტეტში სტუდენტებს აიარაღებენ საომრად. წითელი ინტელიგენცია ბრდღვინავს და მოკლედ, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს. ყოველ ღამე უზენაესი საბჭოს შენობაში ვართ კანონიერი ხელისუფლების სხვა მხარდამჭერებთან ერთად.

ერთ საღამოს ბატონმა ზვიადმა დამიძახა. რაღაც საკითხი აინტერესებდა უნივერსიტეტთან დაკავშირებით. საუბრის ბოლოს ვკითხე - რას ფიქრობთ, ეს შეიარაღებული ხალხი რომ დაძრწის უკვე რუსთაველზე, რას მოიმოქმედებენ? ბატონმა ზვიადმა ისეთი სიტყვებით მიპასუხა, რომელი სიტყვებიც არასოდეს დამავიწყდება - სანდრო, გენაცვალე, მათი არ მეშინია და ადვილად დავამარცხებთ, მთავარი საფრთხე ის მტერია, რომელიც შიგნით გვყავს შემოგზავნილიო და ხელი უზენაესი საბჭოს ეზოსკენ გაიშვირა! სამწუხაროდ, ისტორია ხშირად მეორდება. დღესაც გარეშე მტერი(ნაცები) საშიში არაა, აი შინაური მტერი კი ძალზედ საშიშია!!!!!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს