"მესროლეთ ახლა ტალახი, თუ გინდათ: "მანდარინები" არის ანტიქართული ფილმი"

"მესროლეთ ახლა ტალახი, თუ გინდათ: "მანდარინები" არის ანტიქართული ფილმი"

ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის ნომინანტთა შორის დასახელებულ ქართულ ფილმს სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურად განიხილავენ. ზაზა ურუშაძის "მანდარინების" არაერთგვაროვან შეფასებებს შორის კრიტიკაც არის და მოწონებაც. ჟურნალისტი ლაშა ბერულავა კი მას ანტიქართულ ფილმს უწოდებს.

"მანდარინებს" ასე ყველა ერთხმად რომ ვაქებთ, კიდევ ერთხელ რომ ვუყუროთ უფრო მეტი ყურადღებით, ვერა? მე თუ მკითხავთ, შესანიშნავი ფილმია... ანტიქართული პროპაგანდისთვის.

აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებს ქართველების წინააღმდეგ იარაღი ხელში არ აუღიათ, შესაბამისად, ვერ იარსებებდა ქართველების მიერ ბრძოლაში მოკლული, აფხაზეთში მცხოვრები ესტონელი ბიჭის საფლავი და აფხაზების წარმოჩენა ესტონელებზე მზრუნველებად ძალიან დიდი უსამართლობაა იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში დაბრუნების უფლებას არც იქედან აყრილ ესტონელებს აძლევენ, ქართველების მსგავსად...

როცა აფხაზეთიდან დევნილმა ესტონელებმა ეს პროტესტის სახით უთხრეს ზაზა ურუშაძეს, ის გაბრაზდა და თქვა, რომ არ იღებს ანგაჟირებულ ფილმებს, როგორიცაა, მაგალითად, ჰარლინის "აგვისტოს ხუთი დღე" და აქვს უფლება, ფანტაზია გამოიყენოს, რადგან ხელოვანია...

საკითხავი მხოლოდ ისაა, საქართველოს წინააღმდეგ რატომ მუშაობს ყოველთვის მსგავსთა ფანტაზია...

მესროლეთ ახლა ტალახი, თუ გინდათ: "მანდარინები" არის ანტიქართული ფილმი", - წერს ლაშა ბერულავა.

იხილეთ ასევე: ''მანდარინები'' კლიშეებით სავსე ფილმია...''

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს